Rumizol supp vagin 500mg+100mg #14
Rumizol supp vagin 500mg+100mg #14

Rumizol supp vagin 500mg+100mg #14

Belarus

რუბიკონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - metronidazole+miconazole
აქტიური ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი – 500 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი – 100 მგ;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ (კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციის გამორიცხვით). იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.
მიღების ჩვენებები:
ადგილობრივი მკურნალობა:
- ვაგინალური კანდიდოზები;
- ტრიქომონადული ვულვოვაგინიტი;
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- შერეული ვაგინალური ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზირება:
სუპოზიტორია უნდა ამოიღოთ გარსიდან და შეიყვანოთ ღრმად საშოში.
რუმიზოლი ინიშნება 1 ვაგინალური სუპოზიტორია ღამით და 1 ვაგინალური სუპოზიტორია დილით 7 დღის განმავლობაში.
მორეციდივე ვაგინიტებისას, ან ადრე ჩატარებული თერაპიისადმი რეზისტენტული ვაგინიტებისას, მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 14 დღემდე.
ტრიქომონადური ინფექციის მკურნალობისას, მეტრონიდაზოლი ერთდროულად ინიშნება პერორალურად.

გვერდითი მოვლენები:
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: საშოს გაღიზიანება (წვა, ქავილი) – 2%-6%. ვაგინიტისას საშოს ლორწოვანის ანთების გამო, გაღიზიანება შეიძლება გაძლიერდეს პირველი სუპოზიტორიის შეყანის შემდეგ, ან მკურნალობის მესამე დღეს. თუ გამოხატულია გაღიზიანება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კნტ-ის მხრივ: ტკივილი, ან სპაზმი მუცელში (3%), მეტალის გემო (1,7%), პირის სიმშრალე, შეკრულობა, დიარეა, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია),
თავბრუსხვევა, ფსიქოემოციური დარღვევები, პერიფერიული ნეიროპათია (პრეპარატის
ხანგრძლივი გამოყენებისას), კრუნჩხვები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია.

წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და მისი წარმოებულების მიმართ;
ორსულობის I ტრიმესტრი;
ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
14 წლამდე ასაკი;
ქალიშვილობა;
ეპილეფსია;
პორფირია;

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის I ტრიმესტრის შემდეგ, რუმიზოლის სუპოზიტორიების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. რუმიზოლის სუპოზიტორიებით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან მეტრონიდაზოლი გამოიყოფა ქალის რძეში. ძუძუთი კვების განახლება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 24 – 48 საათის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
რუბიკონი
Country
Belarus
Generic
metronidazole+miconazole
Dose
500მგ+100მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
14
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page