ryeco tablets 40mg+1mg+0.5mg N28
ryeco tablets 40mg+1mg+0.5mg N28

ryeco tablets 40mg+1mg+0.5mg N28

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
დასახელება: რიეკო

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი რიეკო გამოიყენება საშვილოსნოს მიომის ზომიერი და მძიმე ხარისხის სიმპტომების სამკურნალოდ რეპროდუქციული ასაკის მოზრდილ ქალებში.
უკუჩვენებები
-მომატებული გრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში "შემადგენლობა";
-ვენური თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);
-არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება);
-დადასტურებული თრომბოფილური დარღვევები (მაგალითად, პროტეინ C -ს, პროტეინ S-ის ან ანტითრომბინის დეფიციტი, ან რეზისტენტობა გააქტიურებული პროტეინ C-ს მიმართ (გპC-რეზისტენტობა), მათ შორის ლეიდენის V ფაქტორი (იხ.განყოფილება „სიფრთხილის ზომები“);
-დადასტურებული ოსტეოპოროზი;
-თავის ტკივილები კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ან შაკიკისებრი თავის ტკივილი აურით (იხ. განყოფილებაში “ სიფრთხილის ზომები“);
-დადასტურებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ნეოპლაზმები, რომლებიც მგრძნობიარეა სტეროიდული სასქესო ჰორმონების მიმართ (მაგალითად, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი ნეოპლაზმები);
-ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) ამჟამად ან ანამნეზში (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები");
-ღვიძლის მძიმე დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ნორმალიზებამდე;
-დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს");
-უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;
-ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება.

მიღების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
პრეპარატ რიეკო® -ს ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღე-ღამეში 1-ჯერ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს საკვების მიღების მიუხედავად. საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობით სითხე (იხ. განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").
ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის ან ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია ჩატარდეს ორენერგოვანი რენტგენის აბსორბციომეტრია (ოერა) რიეკო ®-ით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“ ).
მკურნალობის დასაწყისში პირველი ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობა იწყება მენსტრუალური ციკლის სხვა დღეს, თავიდან შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული და/ან ძლიერი სისხლდენა.
პრეპარატ რიეკო® - თი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა .
პრეპარატი რიეკო®-ს მიღება შესაძლებელია უწყვეტად.
მენოპაუზის დაწყებისას გასათვალისწინებელია საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ცნობილია, რომ მენოპაუზის დაწყების შემდეგ საშვილოსნოს მიომები რეგრესირებენ.
1 წლიანი მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ოერა-ს სკანირება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).
მიღების წესი
შინაგანი მიღებისთვის.
პრეპარატ რიეკო®-ს მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედვად, აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.

შენახვის პირობები
სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
relugolix+estradiol+norethisteron
Dose
40მგ+1მგ+0.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page