About Product
ადამიანის პაპილომავირუსით ან ეპითელიუმის სიმშრალით გამოწვეული ეპითელიუმის მიკროდაზიანებების სამკურნალო სამედიცინო დანიშნულების საშუალება
სილაუტი
ვაგინალური კრემ-გელი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: დოკოზანოლი (Docosanol 3.00%), ალოე ვერა (Aloe Vera gel) 2.50%, სამკურნალო ემბლიკის ნაყოფების ექტრაქტი (Emblica officinalis extract) 2.50%, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma extract) 0.36%. დამხმარე ნივთიერებები: პოლიდოკანოლი, გლიცერილის ლაურატი, C12-20(8)OE-ცხიმოვანი მჟავები, იმიდაზოლიდინილ შარდოვანა, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, CM-ბეტა გლუკანი, დინატრიუმის ედეტატი, რძემჟავა, მეთილ-, ეთილ-, პროპილ- და ბუტილპარაჰიდროქსიბენზოატი, ვაზელინის ზეთი, წყალი.
ჩვენებები: კრემ-გელი სილაუტი დამხმარე საშუალებების სახით ნაჩვენებია: ცერვიკალური ეპითელიუმის ტრანსფორმაციის ნორმალური ზონის კონტროლისას პროფილაქტიკის მიზნით. ცერვიკო-ვაგინალური ანთებითი და დისტროფიული პათოლოგიების სამკურნალოდ, ასევე ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანებების დროს. დიათერმოკოაგულაციის და კოლპოსკოპიის შემდეგ ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად. ეპითელის სიმშრალით გამოწვეული ვაგინალური და ვულვალური ლორწოვანი გარსის დაზიანებების სამკურნალოდ. ვულვარული კონდილომების ფიზიკური მეთოდებით მკურნალობის (თერმული ან ტალღოვანი კოაგულაცია) შემდეგ, ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად.
განსაკუთრებული მითითებები: ანამნეზის შეკრების პროცესში გამოვლენილი, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, კრემ-გელი სილაუტის გამოყენება რეკომენდებული არ არის. კრემ-გელი სილაუტი ნაჩვენებია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის; თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის გადაყლაპვას. კრემ-გელი სილაუტი უნდა გამოვიყენოთ ფრთხილად, რომ არ დავსვაროთ ტანსაცმელი, რადგანაც მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალურად აქტიური კომპონენტები ხასიათდებიან ბუნებრივი მღებავი მახასიათებლებით. კრემ-გელი სილაუტის გამოყენებამდე და მის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. კრემის ინტრავაგინალური გამოყენებისთვის შეფუთვაში არსებული აპლიკატორი ერთჯერადია, გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი უტილიზაცია. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვის მთლიანობის დარღვევის ან დაზიანების შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ; პრეპარატის შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ძალაშია დაუზიანებელი შეფუთვისთვის, მისი სწორი შენახვის წესის პირობებში.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: თუ არ არის ექიმის განსაკუთრებული მითითებები, კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ინტრავაგინალურად 1-ჯერ დღეში (პრეპარატი ინტრავაგინალურად შეიყვანება სპეციალური ერთჯერადი ვაგინალური აპლიკატორის საშუალებით), ან გარეგანად ვულვარულად 1-ჯერ დღეში (ვაგინალური აპლიკატორის გამოყენების გარეშე). ადამიანის პაპლომავირუსით გამოწვეული ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანებების კომპლექსური მკურნალობის დროს, კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან შემდეგი რეჟიმით: პირველი კვირის განმავლობაში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად, 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე. შემდგომი კვირების განმავლობაში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად, 2-ჯერ კვირაში, 3-6 თვის მანძილზე. წვის ან ქავილის არსებობის შემთხვევაში კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან შემდეგი რეჟიმით: ცერვიკო-ვაგინალურ არეში: გელი შეიყვანება ინტრავაგინალურად, 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე. ვულვალურ არეში: გელი გამოიყენება გარეგანად 1-ჯერ დღეში. ვულვარული კონდილომების მკურნალობის შემდეგ პერიოდში კრემ-გელი სილაუტი გამოიყენება ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით, ან გარეგანად 2-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 6 დღის მანძილზე.
Show More
More Info
5036
Generic
docosanoli+aloe vera+emblica+curcuma