About Product
სოლიტომბო
- აქტიური ნივთიერებებია: სოლიფენაცინის სუქცინატი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ სოლიფენაცინის სუქცინატს, რაც შეესაბამება 4,5 მგ
სოლიფენაცინს, და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 0,37 მგ ტამსულოზინს.
- სხვა ინგრედიენტებია ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაღალი მოლეკულური მასის
მაკროგოლი; მაკროგოლი; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; კალციუმის
ჰიდროგენ ფოსფატი; სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების; ჰიპრომელოზა; რკინის ოქსიდი წითელი.
სოლიტომბო გამოიყენება მამაკაცებში, ქვედა საშარდე გზებში შეკავების და დაცლის ზომიერი და
მძიმე სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია შარდის ბუშტის პრობლემებით და
გადიდებული პროსტატით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია). სოლიტომბო
გამოიყენება მაშინ, როდესაც ამ მდგომარეობისთვის მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ
მონოპროდუქტით არ უზრუნველყო სიმპტომების ადეკვატურად შემსუბუქება.
პროსტატის გადიდებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის პრობლემები (დაცლის სიმპტომები),
როგორიცაა შარდვის დაწყების გაძნელება, შარდვის გაძნელება (ცუდი ნაკადი), წვეთებით შარდვადა შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება. ამასთან ერთად ზიანდება შარდის ბუშტიც და
სპონტანურად იკუმშება იმ მომენტებში, როდესაც არ გსურთ შარდვა. ეს იწვევს შეკავების
სიმპტომებს, როგორიცაა შარდის ბუშტის მგრძნობელობის ცვლილება, შარდვის აუცილებლობა
(შარდვის ძლიერი, უეცარი სურვილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე) და უფრო ხშირად
შარდვა.
სოლიფენაცინი ამცირებს შარდის ბუშტის არასასურველ შეკუმშვებს და ზრდის შარდის ბუშტში
შეკავებული შარდის რაოდენობას. ამიტომ, საპირპარეშოში წასვლამდე შეგიძლიათ უფრო
დიდხანს დაიცადოთ. ტამსულოზინი უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გავლას
ურეთრაში და აადვილებს შარდვას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა
გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 6 მგ სოლიფენაცინს
და 0,4 მგ ტამსულოზინს, მიიღება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად
ან მის გარეშე, თქვენი სურვილის მიხედვით. არ დააქუცმაცოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
66706
Generic
tamsulosin+solifenacine