Herba Hyperici 50gr
Herba Hyperici 50gr

Herba Hyperici 50gr

Georgia

იმედი
About Product
კრაზანას ბალახი

შემადგენლობა: კრაზანას ბალახი შეიცავს 0,4%-მდე ჰიპერიცინს, პსევდოჰიპერიცინს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთს, ტრიტერპენულ საპონინებს, 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, 55მგ%-მდე კაროტინს, ანტრაქინონებს, ორგანულ მჟავებს, მაკრო და მიკროელემენტებს, ალკალოიდების კვალს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის შემომგარსველი საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კუჭ-ნაწლავის ანთების, წყლულოვანი დაავადების, ნაღვლის და შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს და სხვა.

დოზირება და მიღების წესი: დაახლოებით 10 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეულს უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 100-100 გრ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კრაზანას ბალახი სხვა პრეპარატებთან (ციკლოსპორინები, ვარფარინი, სტეროიდული პრეპარატები, ანტივირუსული საშუალებები, პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობის ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას ამცირებს მათ ეფექტურობას.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: არ დაფიქსირებულა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
hypericum perforatum
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page