/images/logo_en.svg
Herba Origani Vulgaris 50gr
Herba Origani Vulgaris 50gr
OutOfStock
Temporarily out of stock

Herba Origani Vulgaris 50gr

Georgia

იმედი

About Product
თავშავას ბალახი

შემადგენლობა: თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, მადის დაქვეითების, მონელების გაუარესების, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული უკმარისობის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, ენტეროკოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს შეკრულობა და შებერილობა.

დოზირება და მიღების წესი: დაახლოებით 10 გ ნედლეულს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება თბილი სახით 0,5 ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. მიღების წინ რეკომენდირებულია ნაყენი შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, ღვიძლის მძიმე დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
origanum vulgare
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat