About Product
შემადგენლობა: 1 სუპოზიტორია დოზით 55მგ+500 000 სე+10მგ შესაბამისად შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ალფა-2ბ ადამიანის რეკომბინირებული ინტერფერონი 500 000სე, ტაურინი-0,01გ, ბენზოკაინი- 0.055გ. დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი, საკმარისი რაოდენობით 1.65გ სუპოზიტორის მისაღებად, დექსტრანი 60 000-0,0015გ, მაკროგოლი 1500-0.1240გ, პოლისორბატი 80-0.0330გ, ემულგატორი T2-0.1320გ, ნატრიუმის ჰიდროციტრატი-0,0001გ, ლიმონმჟავა-0,0015გ, გასუფთავებული წყალი-0,0660გ.
ჩვენებები: როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი უროგენიტალური ტრაქტის ინფექციური-ანთებითი დაავადებების დროს მოზრდილებში: გენიტალური ჰერპესი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, გარდნერელოზი, ტრიქომონოზი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიციტი, ვულვოვაგინიტი, ბართოლინიტი, ადნექსიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ბალანიტი, ბალანოპოსტიტი. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში მწვავე ბრონქიტის დროს. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი მოზრდილებში ბაქტერიული ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ცისტიტის დროს. ინიშნება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ქრონიკული ენდომეტრიოზის დროს მოზრდილებში.
უკუჩვენებები: ინტერფერონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
მიღების წესი და დოზირება: უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ქალებში: 1 სუპოზიტორია (250 000სე ან 500 000სე ან 1 000 000სე დაავადების სირთულიდან გამომდინარე) ვაგინურად ან რექტალურად (დაავადების ტიპიდან გამომდინარე), დღეში 2-ჯერ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში კვირაში 3-ჯერ 1 სუპოზიტორია დღეგამოშვებით, 1-3 თვის განმავლობაში. საშოს გამოხატული ინფექციურ-ანთებითი პროცესის დროს შესაძლებელია 1 სუპოზიტორიის 500 000 სე ინტრავაგინურად შეყვანა დილით და 1 სუპოზიტორიის 1000 000 სე-რექტალურად საღამოს, ამავდროულად კეთდება ისეთი სუპოზიტორია, რომელიც შეიცავს ანტიბაქტერიულ-ფუნგიციდურ საშუალებებს. ორსულობის 13-40 კვირაში მყოფ ქალებში უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს ადგილობრივი იმუნიტეტის მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის მიიღება 1 სუპოზიტორია 250 000 სე ვაგინალურად 2-ჯერ ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები მამაკაცებში: 1 სუპოზიტორია (500 000სე ან 1000 000სე დაავადების სირთულიდან გამომდინარე) რექტალურად დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი ნაჩვენებია ორსულობის 13-40 კვირაში მყოფ ქალებში, როგორც კომპლექსური თერაპიის შემდგენელი ნაწილი გენიტალური ჰერპესის, ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის, ციტომეგალოვირუსული ინფექციის, პაპილომავირუსული ინფექციის, ბაქტერიული ვაგინოზის (ქავილის არსებობისას) მკურნალობისას, უროგენიტალური ტრაქტის ქვედა არეში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნების დროს ადგილობრივი იმუნიტეტის მაჩვენებლის ნორმალიზაციისათვის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა გენფერონი 250 000სე ინტრავაგინური გამოყენების უსაფრთხოება 13-40 კვირის ორსულებში. პრეპარატის მიღება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის შესწავლილი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: გენფერონი უფრო ეფექტურია ისეთ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შრის, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული საშუალებები) ერთად, რომლებიც გამოიყენება უროგენიტალური დაავადებების სამკურნალოდ. არანარკოტიკული ანალგეზიურები და ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ბენზოკაინის ეფექტს. ბენზოკაინი ამცირებს სულფანილამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობას.
დოზის გადაჭარბება: გენფერონის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. ერთჯერადად ექიმის მიერ გამოწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა შემდგომი 24სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც, შესაძლებელია მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძლდება.
Show More
More Info
5629
Generic
interferon alfa -2b+taurin