შემადგენლობა პრეპარატის ერთი ტაბლეტი (გარსით დაფარული) შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორნიდაზოლის 500 მგ-ს.
ფარმაკოლოგიური თვისებები ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიმიკრობული აქტივობით. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. ორნიდაზოლი მიკრობის უჯრედში შეღწევის შემდეგ უკავშირდება მის დნმ-ს, აინჰიბირებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც საბოლოოდ ბაქტერიის კვდომას იწვევს. ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარეა: Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica; ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp., Prevotella spp. (Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens); გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Eubacterium spp., Clostridium spp. პრეპარატისადმი მდგრადია აერობული მიკროორგანიზმები. ორნიდაზოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 15%. გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით (60-70%) და ფეკალური მასებით (20-25%), ხოლო მიღებული პრეპარატის დაახლოებით 5% შეუცვლელი სახით გამოიდევნება. T1/2 - 13 საათია.
ჩვენებები - ტრიქომონიაზი; - ამებიაზი, ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებური აბსცესი); - ლამბლიოზი; - გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები გერალი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ. ტრიქომონიაზის დროს მოზრდილებში ინიშნება 500 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის იგივე კურსი უტარდება პაციენტის სქესობრივ პარტნიორს. ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ სხეულის წონაზე და ინიშნება ერთ მიღებაზე.უკუჩვენება - პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა; - ცნს-ის ორგანული დაავადებები; - ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.