Ambene parenteral amp #1

Ambene parenteral amp #1

Germany

მერკლი რეკორდატი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ფენილბუტაზონი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. 2 მლ ამპულა საინექციო ხსნარით შეიცავს 400 მგ ფენილბუტაზონის ნატრიუმს, 4 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება ტკივილებისა და ანთების დროს სიმპტომატური მკურნალობისათვის შემდეგ შემთხვევებში: ბეხტერევის დაავადების მწვავე შეტევისას, ქრონიკული პოლიართრიტის მწვავე შეტევისას, პოდაგრის შეტევა. ამბენეს საინექციო ფორმის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შიგნით მიღება, ან მათმა მიღებამ ვერ მოახდინა საკმარისი ეფექტის მიღწევა.

დოზირება და მიღების წესი: ბეხტერევის დაავადების, რევმატიული ართრიტის და პოდაგრის მწვავე შეტევის მკურნალობის დაწყებისას მიიღება 1 ამპულა. 1 ამპულის შემადგენლობა ნელ-ნელა და ღრმად შეიყვანება შპრიცით კუნთში. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი გაღიზიანებები, რასაც იწვევს მედიკამენტის მაღალკონცენტრირებული ხსნარი, ინექცია უნდა გაკეთდეს სათუთად და ყურადღებით, რომ ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვს, შემცველობა შეიყვანება ძალიან ნელა (!), რომ თავიდან იქნას აცილებული ქსოვილის დაზიანება და ტკივილი შეყვანისას. ინექცია კეთდება მწოლიარე პაციენტზე და აუცილებლად კუნთში. ჭარბი წონის პაციენტებისათვის გამოიყენება გრძელი შპრიცი. ინექცია არ უნდა მოხვდეს ნერვზე ან ნერვის ახლოს. თუ ინექციისას ვლინდება ძლიერი ტკივილი ან იმ ადგილას შეგრძნების დაკარგვა მაშინვე უნდა შეწყდეს ინექციის გაკეთება. ინექციის გაკეთება კუნთის წინა ნაწილში იძლევა იმის გარანტიას, რომ შპრიცი არ მოხვდება ნერვში ან ნერვის სიახლოვეს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო კუნთის ქვედა მხარეს გაკეთებისას. მწვავე შეტევისას ამბენე კეთდება მხოლოდ ერთხელ, მკურნალობა გრძელდება შემდგომში ტაბლეტებით ან სანთლებით.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ფენილბუტაზონის მიმართ, ან პირაზოლონის ნაერთების ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა ელემენტების მიმართ; წარსულში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას პაციენტს აღენიშნებოდა ასთმური შეტევა, ან ახასიათებდა ისეთი რეაქციები, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, რეაქცია კანზე. გაურკვეველი მიზეზით სისხლის წარმოქმნის და შედედების დარღვევებისას. თუ პაციენტს ამჟამად აღენიშნება ან წარსულში ჰქონდა კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა. გადატანილი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია, რაც დაკავშირებული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან. თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა სახის აქტიური სიხლდენა, მიდრეკილება სისხლდენებისადმი, თირკმლის ან ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია; გულის მანკი, ორსულობა ან ძუძუთი კვება, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულებსა და მეძუძურებში.შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
მერკლი რეკორდატი
Country
Germany
Generic
phenylbutazone+lidocaine
Dose
200მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
1
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page