Theraflex advans caps #60

Theraflex advans caps #60

United States of America

კონტრაქტ ფარმაკალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Glucosamin,Chondroitin,Ibuprofen

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: გლუკოზამინის სულფატის კალიუმის ქლორიდი 250მგ, ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი 200მგ, იბუპროფენი* 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სიმინდის სახამებელი, სტეარინმჟავა (E570), ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილპიროლიდონი, კაჟის დიოქსიდი (E551).
კაფსულა: ჟელატინი (E441), ტიტანის დიოქსიდი (E171),FDC ცისფერი №1 (E133), მელნის შემადგენლობა, რომლითაც ხდება წარწერის დატანა კაფსულაზე: შელაკი, დეჰიდრირებული სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუთილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი, ცისფერი №2 ალუმინის ლაქი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171).

იბუპროფენი* შეიცავს: სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, პრეჟელატინირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინმჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების/რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება კომბინაციაში.

გამოყენების ჩვენება
ოსტეოართრიტის, ოსტეოართროზის, ხერხემლის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების დეგენერატიულ-დისტროფიული გამწვავებისას ტკივილისა და ანთების სხვა სიმპტომების ხანმოკლე დროით შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
კაფსულებს იღებენ წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით. მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. გამოკვეთილი ტკივილის სინდრომის შემცირების შემდეგ პაციენტს შეუძლია გააგრძელოს მკურნალობა კომბინირებული პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ გლუკოზამინს და ქონდროიტინ სულფატს.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ; ანამნეზში ბრონქიალური ასთმის, რინიტის ან ჭინჭრის ციების არსებობა აცეტილსალიცილიმჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალების (აასს) მიღების შმდეგ; გაურკევევი წარმოშობის სისხლწარმოქმნის დაავადებები/სისხლდენები (დადასტურებული წყლულოვანი დაავადებების ან სისხლდენის ორი ან მეტი ცალკეული ეპიზოდი) ადრედანიშნულ აასს პერფორაციის არსებობა ანამნეზში; აწმყოში არსებული ცერებროვასკულარული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ); მძიმე გულის უკმარისობა; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი; ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები.
Show More
More Info
Brand
კონტრაქტ ფარმაკალი
Country
United States of America
Generic
glucosamine+chondroitine+ibuprofen
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page