tolpirex tablet 50mg N30
tolpirex tablet 50mg N30

tolpirex tablet 50mg N30

India

ეჯ ფარმა
About Product
დასახელება - ტოლპირექსი ტაბლეტი 50მგ #30
მიღების ჩვენება
ინსულტით გამოწვეული სპასტიურობის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მისათენია გრავიას, საბავშვო ასაკი 18 წლამდე.
ორსულობისას და ძუძუთი კვებისას გამოყენების მონაცემების არ არსებობის გამო ამ პერიოდში პრეპარატ ტოლპირექსის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, ჭიქა წყლის დაყოლებით. საკვების არასაკმარისი მიღება - შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის ბიოშეღწევადობის შემცირება.
მოზრდილები: საშუალო სადღეღამისო დოზაა 150მგ-450მგ დაყოფილი დღეში 3 მიღებაზე, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და პრეპარატის ტოლერანტობის მიხედვით.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია და პაციენტების ამ ჯგუფში დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ინდივიდუალური ტიტრაცია, პაციენტის მდგომარეობისა და თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგით. ტოლპერიზონის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია და პაციენტების ამ ჯგუფში დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე. ამიტომ, ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ინდივიდუალური ტიტრაცია პაციენტის მდგომარეობისა და ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგით. ტოლპერიზონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში: ბავშვებში ტოლპეიზონის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა: ცხოველების ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, ტოლპერიზონი არ არის ტერატოგენული. შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, ტოლპერიზონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში), თუ მისი მოსალოდნელი სარგებელი არ ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან უცნობია გამოიყოფა თუ არა ტოლპერიზონი დედის რძეში, ტოლპერიზონის მიღება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
Show More
More Info
Brand
ეჯ ფარმა
Country
India
Generic
tolperisone
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page