Biorelaxan tab #30

Biorelaxan tab #30

Italy

გრაიკარ ხემიკალი
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: პასიფლორას (Pასსიფლორა დ.ე. ) მშრალი ექსტრაქტი- 50 მგ;ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana ) 125 მგ; კუნელის (Gratayagus ) მშრალი ექსტრაქტი – 125 მგ; მელისას (melissa) ექსტრაქტი 100 მგ

ჩვენებები: ძილის დარღვევები, უძილობა. მომატებული ნერვული აგზნებადობა; ნერვული დაძაბულობა; გაღიზიანებადობა, შფოთვა; დათრგუნვის შეგრძნება; შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით; ადვილად დაღლა; ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია; გახშირებული გულისცემა;, დეპრესიული მდგომარეობები; კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გვერდითი მოქმედება: პრეპარატი ბიორელაქსონი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

გამოყენების წესი და დოზირება: ბიორელაქსონი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით, პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს. ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: თაბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების დაფართოება, გულისრევა ღებინება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპია.

გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ბიორელაქსონი გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ბიორელაქსონი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ბიორელაქსონიაძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.

გამოშვების ფორმა: ბიორელაქსონი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “Shelby pharma” დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: “grikar.net” – იტალია.
Show More
More Info
Brand
გრაიკარ ხემიკალი
Country
Italy
Generic
valeriana officinalis+passiflora+melissa+crataegi
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page