რას შეიცავს დულოქსეტინი ნორმონი აქტიური ნივთიერებაა დულოქსეტინი. თითოეული კაფსულა შეიცავს 60 მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით). სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზა აცეტატის სუქცინატი, საქაროზა, შაქრის ბურთულების (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი და ტრიეთილ ციტრატი. კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), ქინოლონის ყვითელი (E104) და წითელი ერითროზინი (E127).
გამოყენება: დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დუ-ლოქსეტინი ნორმონი ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეებს ნერ-ვულ სისტემაში. დულოქსეტინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: •დეპრესია •გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის ან ნევროზულობის ქრონიკული შეგრძნება) •დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც: წვის, ჩხვლეტის, წიწკნის, ტკივილის ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება. შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ არეში შეგრძნების დაკარგვა ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებები, რომლებიც იწვევს ტკივილს).
დულოქსეტინი ნორმონი დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტებში მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ამ დროის გასვლის შემდეგ. პა-ციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დულოქსეტინი ნორმონით მკურნალობა, რათა ისევ არ განვითარდეს დეპრესია ან შფოთვა. დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში საჭიროა რამდენიმე კვირიანი მკურნალობა, რათა პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 2 თვის შემდეგ.
მიღება: დეპრესიის და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა: დულოქსეტინი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა: დულოქსეტინი ნორმონის საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რომლის შემდგომ პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში დულოქსეტინი ნორმონის მიმართ პასუხის მიხედვით.
დულოქსეტინი ნორმონის მიღების გახსენებაში დასახმარებლად პაციენტმა ის უნ-და მიიღოს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად, ინახება არაუმეტეს 30⁰C-ის ზემოთ.