Vitadex eye oint.5g N1

Vitadex eye oint.5g N1

Germany

About Product
დასახელება - ვიტადექსი 5გ თვ/მალ

გამოყენება

ვიტადექსი გამოიყენება ცრემლის აპკის გასაუმჯობესებლად და თვალის ზედაპირის დასაცავად. მისი უჯრედული დამცავი თვისებები თვალის სიმშრალის დროს ხელს უწყობს ნორმალურ რეეპითელიზაციას.

ვიტადექსის რბილი და ერთგვაროვანი ტექსტურა კარგად ნაწილდება თვალის ზედაპირზე. მალამო ხასიათდება კარგი ამტანობით, ძირითადად A ვიტამინის შემცველობის გამო, რომელიც ცრემლის აპკის ბუნებრივი კომპონენტია. ვიტადექსი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე ან თვალის დაძაბვა. შედეგად, ქუთუთოები თავისუფლად სრიალებს რქოვანასა და კონიუნქტივაზე.

დექსპანთენოლი, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. დექსპანთენოლი ზრდის წყლის შეკავშირების უნარს, ძალიან კარგად შეიწოვება და დამცავი თვისებები გააჩნია.

ვიტადექსი ხსნის თვალის სიმშრალის, გაღიზიანებისა და დაბინდვის შეგრძნება, განსაკუთრებით თუ:

- თვალი განიცდის სტრესს გარემო ფაქტორებისგან მაგალითად, კონდიციონერი, მოწევა;

- თვალი გადაღლილია ინტენსიური მხედველობითი მოქმედების გამო, მაგალითად, კომპიუტერის მონიტორებთან და მიკროსკოპებთან მუშაობა ან ხანგრძლივად ავტომობილის მართვა;

- თვალზე მოქმედებს მექანიკური ფაქტორები (მყარი ან რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება, ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურები).

გამოყენების წესი

ვიტადექსი გამოიყენება 3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია გამოიყენოთ ღამით, ძილის წინ.

მოხსენით დამცავი ქუდი, თავი გადაწიეთ ოდნავ უკან, ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და ტუბზე მსუბუქად დაჭერით მოათავსეთ მალამოს 0,5 სმ სიგრძის ფენა კონიუნქტივალურ პარკში. ნელა დახუჭეთ თვალები.

მკურნალობა გრძელდება 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უწყვეტლივ.
უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ:

- თვალის ინფექციების შემთხვევაში;

- შემადგენელ ინგრედიენტებზე ჰიპერმგრძნობელობის დროს.

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
ვიტადექსის მალამო შეიძლება გამოყენებულ იქნას გახსნიდან 3 თვე.
Show More
More Info
Country
Germany
Generic
dexpanthenol+vit A+vit E
Form
მალამო თვალის
Quantity
1
Volume
5გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page