ჩვენება- ხელს უწყობს სქელი სეკრეტის გათხელებას ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების დროს. ის ხელს უწყობს სქელი სეკრეტის გათხელებას ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების დროს. ამ გზით პრეპარატი ხელს უწყობს მის გამოყოფას, ამსუბუქებს ხველას და აუმჯობესებს სუნთქვას. გამოიყენება ხველების და ამოხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან. ორსულობა და ძუძუთი კვება ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ორსულობის პერიოდში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად, მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
დოზირება : ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:L 10 მლ 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება – 10 მლ 2-ჯერ დღეში.
ბავშვები -
6-12 წელი: 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
2-6 წელი: 2,5 მლ 3-ჯერ დღეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები -
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ზრდასრულების დოზა.არ გამოიყენოთ პრეპარატი 5 დღეზე ხანგრძლივად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.