შემადგენლობა: ერთი საინჰალაციო დოზა შეიცავს იპრატროპიუმის ბრომიდის 0,021მგ-ს, რაც შეესაბამება უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდის 0,020მგ-ს (20მკგ). პროპელენტი: 1,1,1,2 _ ტეტრაფტორეთანი (HFA 134a). დამხმარე საშუალებები: უწყლო ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი, ეთანოლი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბრონქოლიზური საშუალება
ფორმა: დოზირებული აეროზოლიჩვენება: -ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი თანმხლები ფილტვების ემფიზემით ან მის გარეშე; -ბრონქული ასთმა (განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით და წინააღმდეგჩვენებით ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალებების და მეთილქსანტინების გამოყენებისათვის).
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ატროპინის და მისი წარმოებულების და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენეტების მიმართ; ორსულობის პირველი ტრიმესტრი; ბავშვებში 6 წლამდე ასაკის.
დოზირება და მიღების წესი: დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: 2 საინჰალაციო დოზა (შესხურება) 4 ჯერ დღეში. დოზის გაზრდის საჭიროება მოითხოვს ძირითადი მკურნალობის შეცვლას. საერთო დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 (შესხურებას) ინჰალაციას დღეში. თუ ინჰალაციები არასაკმარისად ეფექტურია ან ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, იგი მიმართავს ექიმს მკურნალობის შეცვლისათვის. ქოშინის უეცარი წარმოქმნისას და მისი პროგრესირებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის დანიშვნა ორსულობის I და II ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.