Brovin 0.6% syrup 120ml #1

Brovin 0.6% syrup 120ml #1

Thailand

ლაბ. ოსოთ ინტერი
About Product
შემადგენლობა

ბროვინის შემადგენლობა:

-აქტიური ნივთიერება არის ლევოდროპროპიზინი
-სხვა ინგრედიენტებია: სუკროზა, მეთილის პარაბენი, პროპილის პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დატრიუმის ჰიდროქსიდი,ალუბლის არომატი,წყალი

ჩვენებები
ბროვინის თითო მლ სიროფი შეიცავს 6 მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება მოზრდილებში და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ხველების სიმპტომატური მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების მიხედვით.შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები:
10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ექვივალენტური), დღეში სამჯერ, სულ მცირე ექვს საათიანი ინტერვალით.
2 წელს ზემოთ ბავშვები:
ბავშვებისათვის დოზა არის 1 მგ/კგ, დღეში სამჯერ, დღიური საერთო დოზით 3 მგ/კგ.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებებს შორის, ვინაიდან საკვების ზეგავლენა ჯერ დადგენილი არ არის.უკუჩვენება
არ მიიღოთ ბროვინი :
-თუ თუ ხართ ალერგიული ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
-თუ აღგენიშნებათ ლორწოს გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფა(ბრონქორეა)
-თუ მუკოცილიარული ფუნქცია შეზღუდული გაქვთ(კარტაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია).
-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მწვავე გაუარესება.
-ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლევოდროპროპიზინი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
მანქანის მართვასა და მძღოლებთან დაკავშირებული მითითებანი
ლევოდროპროპიზინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება ,რაც სატრანსპორტო საშუალებების თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ბროვინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბროვინი შეიცავს სუკროზას. თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს შაქარს მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება,როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ რეკომენდირებული დოზა,არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ინფორმაცია თუ ღებულობთ ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები,განსაკუთრებით კი რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
-განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ღებულობს სედატიურ საშუალებებს.
- ლევოდროპროპიზინის მეტაბოლიზირება ხდება ძირითადად ღვიძლში. გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა მედიკამეტებიც,რომელთა მეტაბოლიზირებაც ასევე ხდება ღვიძლში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.
გამოიყენეთ მითითებული ვადის გასვლამდე. ვადისგასვლის თარიღში იგულისხმება თვის ბოლო დღე.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ოსოთ ინტერი
Country
Thailand
Generic
levodropropizine
Dose
30მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page