Debara lozenges tab #20

Debara lozenges tab #20

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შემადგენლობა: საწუწნი ტაბლეტის შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: დექვალინიუმის ქლორიდი 0,25 მგ, დიბუკაინის ჰიდროქლორიდი 0,03 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, არომატიზატორი ,,ბაღის პიტნაა, ბაღის პიტნის ზეთი.

გამოყენების ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების (მათ შორის, სტომატიტი, ღრძილების ანთება), რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი და-ან აფთები, ადგილობრივი მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები: ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს პირის ღრუში. ტაბლეტების გაწუწვნა ხდება ნელა, დაუღეჭავად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად. მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ–1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში_1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ–1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის, თუ პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაქრა ან მდგომარეობა გაუარესდა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ცნობილი ალერგია ამონიუმის მეოთხეული ნაერთების მიმართ (მაგალითად, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

არასასურველი რეაქციები: იშვიათად–ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; ძალიან იშვიათად–გამონაყარი და ალერგიული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს ქავილი. სუნთქვის, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრიდან: სიხშირე უცნობია–დისპნოე.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში. პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიც არის ფრუქტოზის აუტანლობის სინდრომი.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა მედიკამენტის ზემოქმედების კვლევები ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ სისწრაფეს. თუმცა იმის ალბათობა, რომ პრეპარატი ახდენს უარყოფით ზემოქმედებას აღნიშნულ ფუნქციებზე, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ამ ვითარების გამო პრეპარატი დებარა ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. დედის რძეში აქტიური ნივთიერების შეღწევის თაობაზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება პედიატრიაში: რეპარატი წამლის მოცემული ფორმით არ ინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ანიონულ ტენზიდებთან გამოყენებისას, რომელსაც შეიცავს ჩვეულებრივი კბილის პასტა. შესაბამისად, კბილების გაწმენდის შემდეგ, პრეპარატ დებარას გამოყენება შესაძლებელია არანაკლებ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება: მოცემული კომბინაცია ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, ღებინება, საყლაპავის გაღიზიანება. მკურნალობა: სიმპტომური. საჭიროა კუჭის ამორეცხვის და ღებინების ინდუქციის თავიდან აცილება.

გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი, არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
dequalinium chloride+dibucaine hydrochloride
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page