Ephect Flu caps #10

Ephect Flu caps #10

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 500 მგ,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს _ 10 მგ,
ქლორფენირამინის მალეატს _ 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.

ჩვენება:

• გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა;
• ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია);
• ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ბავშებში _ 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი, სისხლის სისტემის დაავადებები, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია), არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია, ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები.
სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
paracetamol+clorpheramin+phenilephrin
Form
კაფსულა
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page