Gerbion iseland moss syrup 150ml #1

Gerbion iseland moss syrup 150ml #1

Slovenia

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა:
1 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ისლანდიური ხავსის სქელი ექსტრაქტის 6 მგ (ჩეტრარია ისლანდიცა (L.) Aცჰარიუს ს.1., ტჰალლუს) რაც 96-108 მგ ისლანდიური ხავსის ექვივალენტურია.
ექსტრაქციული გამხსნელი: გასუფთავებული წყალი.
დამხმარე ნივთიერებები:
სიროფის 1 მლ შეიცავს: 760 სორბიტოლი (E420) და 0.6 მგ ეთანოლი (არაკრისტალიზებული), სორბიტოლი თხევადი (E420), ქსანტანის ფისი (E415), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330) და ლიმონის არომატიზატორი (ეთანოლი).
აღწერილობა
მოყვითალო-ყავისფერი ან ყავისფერი ფერის სითხე დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. დასაშვებია ოპალესცენციის არსებობა. შეიძლება აღინიშნებოდეს ბუნებრივი ნივთიერებებისათვის დამახასიათებელი მსუბუქი ნალექი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალება, ამოსახველებელ საშუალებებთან კომბინაციების გარდა

ჩვენებები
ისლანდიური ხავსის სიროფი ჰერბიონი® არის მცენარეული წარმოშობის პრეპარატი და რეკომენდებულია შემდეგი მდგომარებების დროს:
- მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა;
- ზედა რესპირატორული ტრაქტის მსუბუქი ანთება და პირხახის ლორწოვანის გაღიზიანება, მათ შორის ყელში ტკივილი და ხმის ჩახლეჩა.
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი შეიცავს წყალში ხსნადი ლორწოს დიდ რაოდენობას, რომლებიც გარს ეკვრიან, იცავენ და არბილებენ პირის ღრუს და ხახის ლორწოვან გარსს და ამცირებენ გაღიზიანებას და მშრალ ხველას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გამოყენების წესები და დოზები
უფროსები და 16 წელს ზემოთ მოზარდები: 15 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის ექსატრაქტის 360 მგ-ს დღეში);
10-დან 16 წლამდე ბავშვები: 10 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ.
4-დან 10 წლამდე ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის ექსატრაქტის 120 მგ-ს დღეში);
ბავშვები 1 წლიდან 4 წლამდე: 2.5 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ (შეესაბამება ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტის 60 მგ-ს დღეში:
არ არის რეკომენდებული საკვების ან სასმელების მიღება პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფის მიღებისთანავე, ვინაიდან ამან შეიძლება ხელი შ=ეუწყოს სიროფის ძალიან სწრაფ მოცილებას პირის ღრუს ან ხახის ლორწოვანი გარსიდან.
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფით მკურნალობისასრეკომენდებული ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება ჩაის ან სხვა თბილი სასმელების სახით, თუმცა არ შეიძლება მათი მიღება პრეპარატის მიღებისთანავე.
პრეპარატის გამოყენების კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე და შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში. დაავადების სიმტპომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება რამდენიმე დღის განმავლობაში.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს!
განსაკუთრებული მითითებანი
ქოშინის, ქრონიკული ხველის, ხმის ჩახლეჩვის და სისხლიანი ნახველის გამოვლენის, ასევე ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან სასწრაფო დაკავშირება. 7-14 დღის მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების არ არსებობისა აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ ჰერბიონი®-ს ისლანდიური ხავსის სიროფი შეიცავს სორბიტოლს. პაციენტებისათვის ფრუქტოზას იშვიათი მემკივდრეობითი აუტანლობით აღნიშნული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ეთანოლის მცირე რაოდენობას, <100 მგ ერთ დოზაზე.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენების არასაკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობასთან დაკავშირებით, სიროფის გამოყენება ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
iceland moss
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page