Gevoladek /Goladek/ spray oral #1

Gevoladek /Goladek/ spray oral #1

Italy

შედირ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Lactoferin,Althae,Pelargonium,Propolis
სპრეი ორალური გამოყენებისთვის:

პირის ღრუს და ხახის ლორწოვანზე მოქმედი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი, იმუნომოდულატორი სპრეი ალკოჰოლის გარეშე. არბილებს და ამშვიდებს მშრალ, გაღიზიანებულ ყელს. ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხევადებას და ამშვიდებს ხველას.

შემადგენლობა: ლაქტოფერინი, ალთე (მარშმელოუ), პელარგონიუმი, რესვერატროლი, ბეტა გლუკანები, პროპოლისი, ბალბა, ექინაცეა

თვისებები:
ლაქტოფერინი :ლაქტოფერინი-მოქმედებს ანტიბიოტიკების მსგავსი მექანიზმით, აქვს ბაქტერიციდული აქტივობა, შეუძლია დაშალოს მიკრობის, სოკოს (განსაკუთრებით Candida Albicans) და ვირუსის უჯრედის კედლის მემბრანის პოლისაქარიდული კომპლექსი.

პელარგონიუმი-ამცირებს გაციების ხანგრძლივობას და ებრძვის რესპირატორულ სიმპტომებს. ავლენს პირდაპირ ანტიბაქტერიულ ეფექტს პირის ღრუს პათოგენურ მიკროფლორაზე და ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

ალთე-ხასიათდება სპაზმოლიზური, ანტისეკრეტორული და ბაქტერიციდული აქტივობით. ეფექტურია ხველის, ყელის ტკივილის და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს. ალთე მოქმედებს, როგორც ფერმენტი და შლის სქელ ბრონქულ სეკრეტს, რომელიც გვხვდება გაციებისდა ბრონქიტის დროს. ააქტიურებს ეპითელიზაციის პროცესს და ამშვიდებს მშრალ, გაღიზიანებულ ყელს.

რესვერატროლი: ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული აქტივობით სეზონურად აქტიურ ვირუსულ შტამებზე. (ინფლუენსა, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ეფშტეინ-ბარის ვირუსი, პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვა)

პროპოლისი : ეფექტურია 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიის, ვირუსის და სოკოს მიმართ. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს კოლაგენის სინთეზის გააქტივების გზით და ამცირებს ჭრილობის ზონაში სისხლდენის და ინფიცირების რისკს.

ბალბა : ათხევადებს ბრონქულ სეკრეტს და ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება ხველაზე.შეიცავს ფლავონოიდებს და ვიტამინებს, ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, ასთმა).

თაფლი: ამოფენს ხახის ლორწოვან გარსს და აქვს დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება ყელის სიმშრალის დროს.

ბეტა -გლუკანები : ბუნებრივი იმუნომოდულატორებია, რომლებიც ზრდიან იმუნოკომპეტენტური უჯრედების რეაქციას ანტიგენებზე და ააქტივებენ ფაგოციტოზის პროცესს

ექინაცეა: აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს რესპირატორული ინფექციების დროს.

ჩვენებები:
ტონზილიტი
ფარინგიტი
ლარინგიტი
ყელის სიმშრალე
ხველა
სტომატიტი

გამოყენების წესი :
ყუთში არსებული დისპენსერი მოათავსეთ ბოთლზე ;
მოხსენით სახურავი
შესხურების წინ კარგად შეანჯღრიეთ;
გაასუფთავეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ.

დოზირება:
ბავშვები 3 წლიდან : 2 შესხურება 4 -ჯერ დღეში
მოზრდილები: 4 შესხურება 4-ჯერ დღეში.
3 წლამდე ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
სიფრთხილის ზომები:
არ უნდა მოხდეს გევოლადეკის გამოყენება, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
შედირ ფარმა
Country
Italy
Generic
propolis+mallow+echinacea+lactoferin+althea+pelargonium+resveratrol+beta-glucan
Form
სპრეი ორალური
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page