/images/logo_en.svg
Hernizon oral drops 20.0

Hernizon oral drops 20.0

Ukraine

გალიჩფარმი

About Product
დასახელება - ჰერნიზონი 20მლ წვეთები

თერაპიული ჩვენებები:

რესპირატორული ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ინფექციების , ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების მწვავე და ქრონიკული ინფექციების კომპლექსური თერაპია ( სინუსიტი, ტონზილიტი, რინოფარინგიტი, ბრონქიტი).

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, სისხლდენისადმი მიდრეკილება, იმ მედიკამენტებთან ერთობლივი მიღება, რომლებიც სისხლის შედედების პროცესს ანელებენ. ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები (აღნიშნულ შემთხვევებში ამ პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილებიდან გამომდინარე).

დოზირება და მიღების წესი:
ხსნარი მიიღება სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად ჭამამდე 30 წუთით ადრე -დილით, შუადღესა და საღამოს.
დაავადების მწვავე მიმდინარეობისას, ჩვეულებრივ, დოზირება შემდეგია:
ზრდასრულები და 12 წელს ზევით ასაკის ბავშვებისთვის - 30 წვეთი დღეში 3-ჯერ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 20 წვეთი 3-ჯერ დღეში;
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
რეციდივების და დაავადებების ქრონიკული ფორმების შემდგომი მკურნალობისთვის, ზრდასრულებს და 12 წელს ზევით ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ 10-20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
დაავადების მწვავე მიმდინარეობისას და დაავადების გამეორების თავიდან არიდების მიზნით, მკურნალობის ხანგრძლივობა 7 – 10 დღეს შეადგენს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას.
ფლაკონი გეჭიროთ სწორად. საჭიროების შემთხვევაში შეანჯღიეთ.
აღნიშნული პრეპარატის ჩვილ ბავშვებში გამოყენების შესახებ არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო, ჰერნიზონი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. მცირეწლოვანი ბავშვების (1-დან 6 წლამდე) ჰერნიზონით მკურნალობა რეკომენდებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, 25ძC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
გალიჩფარმი
Country
Ukraine
Generic
pelargonium
Form
წვეთები ორალური
Quantity
1
Volume
20მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat