კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
შემადგენლობა პრეპარატის 1 მლ შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინი B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში.
გამოყენების ჩვენება ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციური და ანთებითი დაავადებები: _ მწვავე და ქრონიკული რინიტი; _ მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი; _ სინუსიტი.
გამოყენების წესი და დოზები ნელადექსი- NS სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ცხვირში გამოყენებისათვის. მოზრდილებში ინიშნება 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში. 2,5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.
განსაკუთრებული მითითებები ნელადექსი- NS სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებებით და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებში. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა კომპონენტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას. მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური ეფექტები. პრეპარატი არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად. საჭიროა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. თვალში ან სხვა ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა მათი დაუყოვნებელი დამუშავება წყლის დიდი რაოდენობით.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნელადექსი- NS უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენება პედიატრიაში 2,5 წლამდე ბავშვთა ასაკში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები არ არის დადგენილი.