ნორმო ფლუ გამოიყენება გაციების, ციებ-ცხელების, კანკალისა და სიცხით მიმდინარე გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა: თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი და მასთან დაკავშირებული ტკივილი, და ცხვირის მწვავე კატარული ანთება.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
გულის მძიმე კორონარული დაავადება და გულსისხლძარღვოვანი დარღვევები;
ჰიპერტენზია;
ჰიპერთირეოზი; ნორმო ფლუ მიიღება პერორალურად, ქვემოთ აღწერილი წესის მიხედვით:
ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 160 მლ ცხელ წყალში (დაახლოებით ერთი სტანდარტული ზომის ჭიქა) და მიიღება დაუყოვნებლივ ლოდინის გარეშე. მომდევნო დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია.