რას წარმოადგენს ნორმოგრიპი მყარი კაფსულები და მათი გამოყენება ნორმოგრიპი მყარი კაფსულები წარმოადგენს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი), ქლორფენამინის (ანტიჰისტამინი, რომელიც ამსუბუქებს ნაზალურ სეკრეციას) და ფენილეფრინის (ამცირებს ცხვირის გაჭედვას) კომბინაციას. ეს მედიკამენტი ნაჩვენებია კატარალური ან გრიპის მსგავსი პროცესების დროს სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც ხასიათდება ტკივილით (სუსტი ან ზომიერი ხასიათის), ცხელებით, ცხვირის გაჭედვით ან ცხვირიდან გამონადენით მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, მისი მდგომარეობა უარესდება ან ცხელება ნარჩუნდება 3 დღეზე მეტხანს, ან ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს. ნორმოგრიპი მყარი კაფსულების მიღების წესი მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული. დოზირება მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა ყოველ 6-8 საათში (3-4 კაფსულა დღეში). მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6 კაფსულა. დაუშვებელია 24 საათში 3 გ პარაცეტამოლზე მეტის მიღება. ღვიძლის ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები: საჭიროა ექიმთან კონსულტაცია (იხ. პარაგრაფი 2: რა უნდა იცოდეს პაციენტმა მედიკამენტის მიღებამდე). 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება: 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი. ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება: ხანდაზმულებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულისცემის სიხშირის შემცირება ფენილეფრინისა და ქლორფენამინის შემცველობის გამო. ასევე, უფრო მეტად შეიძლება გამვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპოტენზია ან აგზნება და შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ისეთი ეფექტების მიმართ, როგორიცაა პირის სიმშრალე და შარდის შეკავება. მიღების მეთოდი ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. 1 კაფსულის მიღება უნდა მოხდეს ცოტაოდენ სითხესთან, უმჯობესია ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. ეს მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომების არსებობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომები ქრება. თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ცხელება - 3 დღეზე მეტხანს ან ტკივილი ან ცხელება უარესდება, ან ვლინდება სხვა სიმპტომები, უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.