Privituss oral suspension 708mg/100ml 100ml
Privituss oral suspension 708mg/100ml 100ml

Privituss oral suspension 708mg/100ml 100ml

Italy

მარკო ვიტა
About Product
საერთაშორისო დასახელება - L-Cloperastinum

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხველის დამრთგუნველი საშუალება

შემადგენლობა:
სუსპენზიის 100მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: L- ქლოპერასტინის ფენდიზოატი 708 მგ (ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის)
დანამატები: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ- ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:
ხველის დამრთგუნველი საშუალება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში

გაფრთხილებები:
ორსულ ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევამ არ გამოავლენილა ტერატოგენობა და ემბრიონზე ტოქსიკური მოქმედება. კარგი იქნება, თუ პრეპარატს არ მიიღებთ ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში, გარდა აუცილებელი შემთხვევისა. ამ დროს უნდა იყოთ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თერაპიული დოზით მედიკამენტს არ გააჩნია დამრთგუნველი ეფექტი და არ უშლის ხელს ავტომანქანის მართვას.

ურთიერთქმედება:
მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან. შესაძლოა გაძლიერდეს ანტიჰისტამინური/ანტისეროტონული სუბსტანციების მოქმედება და შემცირდეს მიორელაქსანტების ოდენობა, როგორიცაა პაპავერინი.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში.
ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში;
7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დანაყოფებიანი 2-3-5 მლ საზომი ჭიქა მოთავსებულია შეფუთვაში.
ბოთლის გახსნა - დააწექით თავსახურს ქემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ.
ბოთლის დახურვა - გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რები (ზონდის მეშვეობით კვება, აქტივირებული ნახშირი და ა.შ) და დააკვირდეთ ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.
Show More
More Info
Brand
მარკო ვიტა
Country
Italy
Generic
L-cloperastin
Dose
708მგ/100მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page