შემადგენლობა: სალბუტამოლი არის წნევის ქვეშ მყოფი დოზირებული ინჰალატორი, რომელიც ყოველი დაჭერისას გამოაფრქვევს 100 მიკროგრამ სალბუტამოლს (სალბუტამოლის სულფატის სახით). სალბუტამოლი შეიცავს ახალ პროპელანტს (HFA 134a) და არ შეიცავს ქლორფთორნახშირწყლებს (CFC).
თერაპიული ჩვენებები: სალბუტამოლი ინიშნება მოზრდილებში, მოზარდებსა და 4-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. სალბუტამოლი უზრუნველყოფს მოკლევადიან (4-დან 6 საათამდე) ბრონქოდილაციას სწრაფი დაწყებით (5 წუთში) სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს. იგი გამოიყენება ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად და პროფილაქტიკისთვის. იგი უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომების მოსახსნელად და მათი პრევენციისთვის იმ გარემოებებში, რომლებშიც პაციენტის აზრით შესაძლოა ასთმის შეტევის გამოწვევა (მაგ., ვარჯიშამდე ან ალერგენის ზემოქმედებამდე). სალბუტამოლი გამოიყენება სიმპტომების მოსახსნელად მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე ასთმის დროს, იმ პირობით, რომ მისი გამოყენება არ აყოვნებს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით რეგულარული თერაპიის დაწყებას და გამოყენებას.
დოზირება და გამოყენების წესი სალბუტამოლი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური საინჰალაციო გამოყენებისათვის.
ინახება არა უმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.