Sinudren spray 15ml N1

Sinudren spray 15ml N1

Poland

ფიტოლაბი
About Product
დასახელება - სინუ დრენი 15მლ

შემადგენლობა:
•ალოე ვერას ექსტრაქტი 150მგ
•გვირილას ექსტრაქტი 70მგ
•ჩაის ხის ზეთი 40მგ
•ბაზილიკის ექსტრაქტი 40მგ
•შავი კვლიავის ექსტრაქტი-5მგ
•ევკალიპტის ექსტრაქტი-20მგ
•დ პანთენოლი 150მგ
დამხმარე ნივთიერებები : გამოხდილი წყალი, კალიუმის სორბატი , ნატრიუმის ბენზოატი .
არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და კონსერვანტებს .

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მოქმედებს ადგილობრივად ცხვირის ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად აძლიერებს სეკრეციას ცხვირისა და პარანაზალური სინუსების ამომფენი ლორწოვანი გარსებიდან. ცილოვან-ლორწოვანი სითხის ძლიერი რეფლექსური სეკრეცია იწყება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში, რაც შეიძლება ორი საათის განმავლობაში გაგრძელდეს. ამგვარი გაძლიერებული სეკრეციის შედეგია პარანაზალური სინუსების ინტენსიური ბუნებრივი დრენაჟი (გამორეცხვა), რითაც პრეპარატის მაღალი სამკურნალო ეფექტურობაა განპირობებული. პრეპარატი არ იწვევს გაღიზიანების მნიშვნელოვან ნარჩენ მოვლენებს ცხვირის ლორწოვანში, ადვილად გამოიდევნება ცხვირის ღრუდან, არ შეიწოვება და ზოგადი სისტემური მოქმედება არ ახასიათებს.
ჩვენებები:
ა) პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება - კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები გენერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუდრენს იყენებენ ანტიბიოტიკოთერა-პიასთან კომბინაციაში);
ბ) შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუდრენით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც);
გ) მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები. ალერგიული რინიტების შემთხვევაში, სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუ დრენის ინტრანაზალური შეყვანიდან, არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუ დრენის შეყვანამდე 8 -10 საათით ადრე, ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები;
დ) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში, სინუ დრენის ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად. სინუდრენის გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.
ალოე ვერა აქტიურ გავლენას ახდენს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - მრავალი დაავადების გამომწვევ აგენტებზე. ალოეს ბაქტერიციდული თვისებები გამოიყენება სტაფილოკოკის, ბაცილის, სტრეპტოკოკის და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლისას. რეგენერაციული თვისებების გამო, ის ყველაზე სასარგებლოა ახალი ჭრილობების, კანის ანთების დროს.
გვირილას ექსტრაქტი ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი. გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს: ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები,
ჩაის ხის ზეთი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი თვისებებით
ბაზილიკის ექსტრაქტი ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას. ბაზილიკის ექსტრაქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B6 და Mg -ს
ევკალიპტის ეთერზეთი ნატურალური ეთერზეთი რომელსაც გააჩნია ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული თვისებები .
D- პანთენოლი, კანში მოხვედრისას იჟანგება და გარდაიქმნება პანტოთენიურ მჟავად,. პანთენოლი ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს დერმაში, ხელს უწყობს მიკროტრავმების განკურნებას, გამორიცხავს გაღიზიანებას და სიმშრალეს.
შავი კვლიავი : შეიცავს ვიტამინებს C, E, D, A, B1, B2, B3. B5, B6. ასევე მიკრო Fe, Zn, Mn.და მაკრო ელემენტებს Mg, K, Na, Ca, P. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ .
მიღების წესი და დოზირება:
ერთი შესხურება თითო ნესტოში 2-3 ჯერ დღეში.
Show More
More Info
Brand
ფიტოლაბი
Country
Poland
Generic
Aloe Vera+Chamomile+Tea Tree Oil+Basil+Black Seaweed+Eucalyptus+D-Panthenol
Form
სპრეი
Quantity
1
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page