Symbicort Turbuhaler 160/4.5mcg turbuhaler 60 doses /TR/ #1
Symbicort Turbuhaler 160/4.5mcg turbuhaler 60 doses /TR/ #1

Symbicort Turbuhaler 160/4.5mcg turbuhaler 60 doses /TR/ #1

Sweden

ასტრაზენეკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - budesonide, formoterol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:გლუკოკორტიკოიდული პრეპარატები საინჰალაციო გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თითოეული მოწოდებული დოზა (მუნდშტუკის დოზა) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:
ბუდესონიდი ...80 მკგ
ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი .... 4,5 მკგ
ბუდესონიდი ....160 მკგ
ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი .....4,5 მკგ.
ბუდესონიდი .....320 მკგ
ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი ... 4,5 მკგ.
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზის მონოჰიდრატი.

budesonidi.
ბუდესონიდი გლუკოკორტიკოსტეროიდია, რომლის ინჰალაცის შემდეგ სასუნთქ გზებზე ვლინდება სწრაფი (რამოდენიმე საათში) და დოზადამოკიდებული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს სიმპტომატიკის გამოხატულებას და ბრონქული ასთმის გამწვავების სიხშირეს. სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან შედარებით, საინჰალაციო ბუდესონიდის გამოყენებისას ვლინდება გვერდითი ეფექტების გამოხატულების ნაკლები სიხშირე. იგი ამცირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ლორწოს გამოყოფას, სისველესა და სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობას. გლუკოკორტიკოსტეროიდების ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი.
formoteroli.
ფორმოტეროლი – არის ბეტა 2-ადრენერგული რეცეპტორების სელექციური აგონისტი. მისი ინჰალაციის შემდეგ ვლინდება ბრონქების გლუვი მუსკულატურის მოდუნება სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის მქონე პაციენტებში. დოზადამოკიდებული ბრონქოლიზური მოქმედება ვლინდება ინჰალაციიდან 1-3 წუთის განმავლობაში და ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:
-ბრონქული ასთმა, შემანარჩუნებელი თერაპიის და შეტევების კუპირების მიზნით (საინაჰალაციო გკს და ხანმოკლე მოქმედების ბეტა 2-ადრენოსტიმულატორების გამოყენებსას არასაკმარისად კონტროლირებადი ან საინჰალაციო გკს და ხანგრძლივი მოქმედების ბეტა 2-ადრენოსტიმულატორების ადექვატურად კონტროლირებადი).
-ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (სიმპტომატური თერაპია ფქოდ-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში (სავარაუდო გამოსაანგარიშებელი დონიდან ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა < 50%) და განმეორებითი გამწვავებები ანამნეზში, რომლის დროსაც ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებით თერაპიის მიუხედავად ადგილი აქვს დაავადების გამოხატულ სიმპტომატიკას).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
მომზრდილები: 160/4.5 მკგ/დოზა დღეში 2 ინჰალაცია.

ტურბუჰალერის სწორი გამოყენების ინსტრუქცია:
ტურბუჰალერის მოქმედების მექანიზმი: პრეპარატი აღწევს სასუნთქ გზებში მისი მუნდშტუკიდან ჩასუნთქვისას.
საჭიროა პაციენტთა გაფრთხილება:
-ყურადღებით გაეცნონ ტურბუჰალერის გამოყენების ინსტრუქციას.
-ფილტვებში პრეპარატის ოპტიმალური დოზის მოხვედრის მიზნით, მუნდშტუკიდან ჩასუნთქვა უნდა მოხდეს ძლიერად და ღრმად;
-არასოდეს არ ამოისუნთქონ მუნდშტუკიდან.
-პირ-ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზის განვითარების საშიშროების შემცირების მიზნით ყოველი შემანარჩუნებელი დოზის ინჰალაციის შემდეგ საჭიროა პირის ღრუს წყლით გამოვლება. ასევე, სიმპტომების კუპირების მიზნით ინჰალაციის ჩატარებისას პირ-ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზის განვითარების შემთხვევაშიც საჭიროა პირის ღრუს გამოვლება წყლით.
ტურბუჰალერის გამოყენების შემდეგ პაციენტმა შეიძლება ვერ იგრძნოს პრეპარატი ან მისი გემო, რაც განპირობებულია მიწოდებული ნივთიერების მცირე მოცულობით.
Show More
More Info
Brand
ასტრაზენეკა
Country
Sweden
Generic
budesonida+formoterol
Dose
160მკგ+4.5მკგ/1დოზა
Form
ფხვნილი საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
60დოზა
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page