CalciCare tab #30

CalciCare tab #30

United States of America

ვიტანე ფარმა
About Product
შემადგენლობა: კალციუმი – 400მგ ; მაგნიუმი – 100მგ; თუთია – 4მგ; ვიტამინი D3 – 200სე
კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულ ასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის. ხოლო ორსულობის დროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულია ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე მაგნიუმი ხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება მიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის სიმახინჯეები. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვან გამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.

ჩვენებები: კალციუმისა და D3-ის დეფიციტი, მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში, რაქიტის
პროფილაქტიკა და მკურნალობა, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.

ორსულობა და ლაქტაცია: სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება

დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია მიღება საკვებთან ერთად.

უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.


განსაკუთრებული მითითებები : არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, საფუარს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება: პრეპარატ Calci Care -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 30C დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
Show More
More Info
Brand
ვიტანე ფარმა
Country
United States of America
Generic
calcium+magnesium+zinc+vit D-3
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page