United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
ვიტაბიოტიკსი
GEL
in stock
new
16.45₾
32.9₾
-50.0%
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი – ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს ჩა-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.
ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
მოქმედება: • კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. • ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას. • მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას. • თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში. • ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
ჩვენება: • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა • ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი • კარიესის პროფილაქტიკა • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა • ორსულობა და ლაქტაცია • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
მიღების წესი: 1-2წ. 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ 3-12წ. 2ჩაის კოვზი დღეში 2-3 ჯერ მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს გამოშვების ფორმა: 200 მლ-იანი მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი
Show More
More Info
21214
Brand
ვიტაბიოტიკსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland