ჩვენება: დეკაფეროლი არის საკვები დანამატი, რომელიც რეკომენდებულია, როგორც დამატებითი წყარო D3 ვიტამინის დეფიციტის დროს.
დოზირება: პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება: 3-4 კვირის ახალშობილებში, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში ინიშნება: 500-1000სე (1-2 წვეთი) დღეში. დღენაკლულებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არახელსაყრელ პირობებში 1000-1500სე (3 წვეთი) დღეში. ზაფხულში დოზა შეიძლება შემცირდეს 500სე-მდე (1 წვეთი) დღეში. ორსულებს ენიშნებათ 500სე (1 წვეთი) დღეში მთელი ორსულობის განმავლობაში ან 1000 სე (2 წვეთი) დღეში, დაწყებული 28 კვირიდან. პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000ს.ე.(2 წვეთი) დღეში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: ინახება ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების დღიდან.
შენიშვნა: დეკაფეროლი არ არის წამალი, ის წარმოადგენს საკვებ დანამატს.
გამოშვების ფორმა: წყალხსნარი შიგნით მისაღები ანუ პერორალური გამოყენებისთვის, 15მლ შუშის ფლაკონში საწვეთურით.
მწარმოებელი: ტოკურა ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ სირკე (Tocura Ilac Sanayi ve Ticaret Anonim Sirke), თურქეთი.
ვებ-გვერდი: www.tocura.com.tr
სავაჭრო მარკისა და მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი-კომპანია: სენსოვიტა ფარმასი ლლსი (Sensovita Pharmacy LLC), საქართველო.