Duovit for men tab #30

Duovit for men tab #30

Slovenia

კრკა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 40 ც (ვიტამინების შემცველი წითელი ფერის 20 დრაჟე და მინერალების შემცველი ცისფერი ფერის 20 დრაჟე).

1 წითელი ფერის დრაჟე შეიცავს:

ვიტამინი A (Retinolum) ....................... 5000 სე
ვიტამინი D3 (Cholecalciferolum) ........... 200სე
ვიტამინიC (Acidum ascorbicum) ........... 60 მგ
ვიტამინი PP (Nicotinamidum) ............... 13 მგ
ვიტამინი E (Tocopheroli acetas) ........... 10 მგ
კალციუმის პანტოთენატი
(Calcii pantothenas) .........................

5 მგ

ვიტამინი B6(Pyridoxini chloridum) ......... 2 მგ
ვიტამინი B2 (Ribopflavinum) ............... 1.2 მგ
ვიტამინი B1 (Thiamini nitras) ............... 1 მგ
ფოლის მჟავა (Acidum folicum ) ............. 0.4 მგ
ვიტამინი B12 (Cianocobalaminum) ........ 3 მკგ
1 ცისფერი ფერის დრაჟე შეიცავს:

მაგნიუმი (Mg2+) .............. 20 მგ
კალციუმი(Ca2+) ............. 15 მგ
ფოსფორი(P5+) ............... 12 მგ
რკინა(Fe2+) ................... 10 მგ
თუთია(Zn2+) .................. 3 მგ
სპილენძი (Cu2+) ............. 1 მგ
მანგანუმი(Mn2+) .............. 1 მგ
მოლიბდენი(Mo6+) ........... 0.1 მგ
ჩვენებები:

დუოვიტი გამოიყენებაა როგორც პროფლაქტიკური საშუალება:

ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციების დაავადებების მიმართ;
გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი დაავადებების შემდეგ;
არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონისას (ძირითადად სწრაფი კვება, საკვების არარეგულარულად მიღება, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკმარისობა), კვების შემცირებული რაციონისას (წონის დასაკლები დიეტა, დიაბეტი და ა.შ.);
მდგომარეობებისას, რომლებსაც ახლავს ვიტამინებსა და მინერალების მოთხოვნილების გაზრდა: მაღალი ფიზიკური (ფიზკულტურასა და სპორტის აქტიური ვარჯიში) და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
საკვები პროდუქტების არასაკმარისად ათვისებისას (ხანდაზმული ადამიანები, მწეველები, ალკოჰოლიკები);
მინერალური ნივთიერებების დაკარგვისას (გულისრევა, დიარეა, ჭარბი მენსტურაცია, ჭარბი ოფლდენა);
კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.
მიღების წესები და დოზირება:

რეკომენდებულია საუზმის შემდეგ მიღება.

მოზრიდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 წითელი ფერის დრაჟე და 1 ცისფერი ფერის დრაჟე დღეში; დრაჟე უნდა ჩაიყლაპოს მთლიანდ, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.

პრეპატის მიღების კურსი 30 დღეს შეადგენს. პრეპარატის მიღების კურსი შეიძლება განმეორდეს შესვენების (1-3 თვე) შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
vitamins+minerals
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page