Magnesix caps 500mg+6mg #60
Magnesix caps 500mg+6mg #60

Magnesix caps 500mg+6mg #60

Poland

ეტიფარმა
About Product
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა:
1კაფსულა შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: მაგნიუმის ბისგლიცინატი 500 მგ, რაც შეესაბამება 100 მგ მაგნიუმს (Mg++ ); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 6,07მგ, რაც შეესაბამება 5მგ. ვიტამინს B6.
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.
მაგნიუმი სიცოცხლისა და ენერგიის ელემენტია, რომელიც ჩართულია ორგანიზმში ყოველდღიურად მიმდინარე 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. მაგნიუმი მონაწილეობს იონური ბალანსის შენარჩუნებაში. იგი აქტიურ როლს ასრულებს კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და თუთიის ცვლაში. მონაწილეობს C, D, E და B ჯგუფის ვიტამინების მეტაბოლიზმში. მაგნიუმი აუცილებელია კუნთების მუშაობისა და ნერვული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს სეროტონინის- „ბედნიერების ჰორმონის“ და სხვა ნეიროტრანსმიტერების სინთეზში. იგი ამცირებს სტრესის დონეს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად ფუნქციონირებას. მაგნიუმის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმში ატფ-ის სინთეზია.

ორგანიზმში მაგნიუმის საერთო რაოდენობის 60% ძვლებშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი კუნთებში, რბილ ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის სისხლში.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ზრდის მაგნიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმასა და ერითროციტებში, აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ხელს უწყობს მისი კონცენტრაციის შენარჩუნებას უჯრედში. მაგნიუმი ააქტიურებს ღვიძლში პირიდოქსინის ტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტად- პირიდოქსალ-5-ფოსფატად.

მაგნიუმის ბისგლიცინატი მინერალის ყველაზე ადვილად ათვისებადი ფორმაა- მაგნიუმი მაქსიმლურად შეიწოვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი ეფექტების გარეშე (არ იწვევს შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას).

ჩვენებები:
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა:
-ძილის დარღვევა;
-მომატებული ნერვული აღგზნებადობა;
-ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
-კუნთების ტკივილი და სპაზმი;
-ასთენია.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში, 12 წლის ასაკიდან: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;
მოზრდილებში: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
ორსულებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილებით, არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წუთში).
მაგნიუმი გადადის დედის რძეში. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოშვების ფორმა:
N60 კაფსულა შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ეტიფარმა
Country
Poland
Generic
magnesium+pyridoxine
Dose
500მგ+6მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page