Nex tab #30

Nex tab #30

Germany

იდი ფარმა ველტი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Magnesium+Pyridoxinum
შემადგენლობა
ნექსის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
მაგნიუმის იონი (Mგ+) – 400 მგ და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6) – 2.8 მგ.
მოქმედების მექანიზმი

ნექსი წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებელ საშუალებას, რომელიც აქტიური კომპონენტების სახით შეიცავს მაგნიუმს და პირიდოქსინს (ვიტამინ B6).

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთებში. ორგანიზმში მაგნიუმი ხვდება საკვებთან ერთად. მაგნიუმის ნაკლებობას ორგანიზმში იწვევს კვების რეჟიმის დარღვევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლოზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

პირიდოქსინი (ვიტამინ B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ვიტამინ B6 აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედში.

ვიტამინ B6 ზრდის მაგნიუმის აბსორბციას 20-40%-ით.

ჩვენებები
ნექსი რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
• ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, დაღლილობა, ძილის დარღვევა;
• შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმი ან პალპიტაციები (გულის დაავადების გარეშე);
• კუნთების შეკუმშვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა;
• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
• კუნთების ტკივილი და სპაზმი;
• ასთენია.
მაგნიუმის მიღება ამსუბუქებს აღნიშნულ სიმპტომებს.

უკუჩვენება
• შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
• 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
• ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6-ის ჰიპერვიტამინოზი;
• ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენება.

უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ჰიპერმაგნიემის განვითარების რისკის გამო.
ნექსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნექსი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
Show More
More Info
Brand
იდი ფარმა ველტი
Country
Germany
Generic
magnesium+pyridoxine
Dose
400მგ+2.8მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page