Neiraxin B solution for injection 2ml #5
Neiraxin B solution for injection 2ml #5

Neiraxin B solution for injection 2ml #5

Slovakia

ეიჩბიემ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - pyridoxine, thiamine, lidocaine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ნეირაქსინი B
(100 მგ/100 მგ/1 მგ/20 მგ)/2 მლ, საინექციო ხსნარი
Pyridoxini hydrochloridum, Thiamini hydrochloridum, Cyanocobalaminum, Lidocaini hydrochloridum

რას წარმოადგენს ნეირაქსინი B და რისთვის გამოიყენება იგი
ნეირაქსინი B-ს აქტიურ სუბსტანციებს წარმოადგენენ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ნეირაქსინი B გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვიტამინების B1, B6 და B12 მუდმივი დეფიციტით გამოწვეული ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური სიმპტომების მკურნალობისათვის.

როგორ გამოიყენება ნეირაქსინი B
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ კუნთში (i.m.), არ გამოიყენება ვენაში (i.v.). ვენაში პრეპარატის შემთხვევით შეყვანის შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო კონტროლი ან ჰოსპიტალიზაცია გაჩენილი სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის საჭირო დოზას და ინექციების სიხშირეს.
მოზრდილები და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები
მძიმე და მწვავე სიმპტომების შემთხვევაში: ჩვეულებრივ გამოიყენება ერთი ინექცია (2 მლ) დღეში ერთხელ, რათა მიიღოთ აქტიური სუბსტანციების მაღალი დონე სისხლში. მწვავე ფაზის კუპირების შემდეგ და ნაკლებად სერიოზული სიმპტომების შემთხვევაში გამოიყენება 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ნეირაქსინი B საინექციო ხსნარი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მითითებანი ამპულის გახსნის შესახებ:
1. დაიჭირეთ ამპულა ფერადი წერტილით ზევით. თუ ამპულის ზედა ნაწილში არის ხსნარი, ნაზად დააკაკუნეთ თითით, რათა ხსნარი მთლიანად მოგროვდეს ამპულის ქვედა ნაწილში.
2. გამოიყენეთ ორივე ხელი გახსნისთვის; ერთი ხელით დაიჭირეთ ამპულის ქვედა ნაწილი, ხოლო მეორე ხელით მოტეხეთ ამპულის ზედა ნაწილი ფერად წერტილზე ზეწოლის მეშვეობით

თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ნეირაქსინი B
ვინაიდან ეს მედიკამენტი გეძლევათ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღოთ ნეირაქსინი B საჭიროზე უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დოზით.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ნეიროქსინი B-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ექთანთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.
არასასურველი გვერდითი ეფექტები მოყვანილია მათი გამოვლენის სიხშირის გათვალისწინებით:
იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 1 000-დან 1 პაციენტში)
- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის დათრგუნვა, შოკი, ანგიოედემა).
ბენზილის სპირტი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში)
- პალპიტაცია (ტაქიკარდია).
- ძლიერი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები - ქავილი და ჭინჭრის ციება.
უცნობია (შეფასება შეუძლებალია არსებული მონაცემების საფუძველზე)
- ვერტიგო, ცნობიერების დარღვევა.
- გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები.
- ღებინება.
- კრუნჩხვები.
- სისტემური რეაქციები, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან / და დათრგუნვა (კოორდინაციის დარღვევა, ნერვიულობა, საფრთხის განცდა, ეიფორია, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, ყურებში შუილი, ბუნდოვანი მხედველობა და გაორება, ღებინება, სიცივის ან სიცხის შეგრძნება) შეიძლება მოხდეს სწრაფი ინექციის შედეგად (შეცდომით ინტრავენური ინექცია, ინექცია ქსოვილებში კარგი სისხლმომარაგებით) ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში.
Show More
More Info
Brand
ეიჩბიემ ფარმა
Country
Slovakia
Generic
thiamine+pyridoxine+cyanocobalamin+lidocaine
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page