About Product
კომბინირებული მედიკამენტი
პანტოგარის კაფსულებს აქვს დადებითი ეფექტი ყველა ტიპის თმის ცვენის დროს. კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს თმის ცვენას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ღეროს მდგომარეობას, აუმჯობესებს მდგრადობას ქიმიური, მექანიკური დაზიანებისა და მზის სინათლისადმი, ამაგრებს თმას. პანტოგარის კაფსულებით მკურნალობა ასევე აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას. ზრდის ფრჩხილის ელასტიურობას, ამცირებს მის მსხვრევადობას. წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს, რომელიც აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ის შეიცავს თმისა და ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი და ამინომჟავები. ასევე, შეიცავს ცილა კერატინს, რომელიც თმის მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მედიკამენტი გამოიყენება თმის ცვენისა და ფრჩხილების მსხვრევადობის შესამცირებლად.
პანტოგარის მიღების წესი
ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პანტოგარის კაფსულები ინიშნება შიგნით მისაღებად. დოზირება მოზრდილებისთვის შეადგენს 1 კაფსულას სამჯერ დღეში. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს კვების დროს, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა გახანგრძლივდეს ან კურსი განმეორდეს.
არ არსებობს პანტოგარის კაფსულებით ხანგრძლივ მკურნალობაზე უსაფრთხოების შესახებ მონაცემები. გამოვლინდა ბაზარზე დიდხანს არსებობისას ხანგრძლივი მკურნალობის სპეციფიკური რისკი.
თუ პაციენტს დაავიწყდა პანტოგარის მიღება
არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით პანტოგარი
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით პანტოგარი შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზირების სიმპტომები.
პანტოგარის შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე.
პანტოგარი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე, “EXP” შემდეგ. ვადად ითვლება თვის ბოლო დღემდე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
პანტოგარის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებებია თიამინ ნიტრატი, კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი, სამედიცინო საფუარი, კერატინი და 4-ამინობენზოის მჟავა. თითოეული კაფსულა შეიცავს: 100 მგ სამედიცინო საფუარს, 60 მგ კალციუმის პანტოთენატს, 60 მგ თიამინის ნიტრატს, 20 მგ L-ცისტინს, 20 მგ კერატინს და 20 მგ 4-ამინობენზოის მჟავას.
- დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდალური უწყლო კაჟმიწის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარეატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინა ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგოტინი (E 132).
Show More
More Info
18863
Generic
keratin+thyamine nitrate+L-cystine+medical yeast+4-aminobenzoic acid+calcium pantothenate