Zinconet C syrup

Zinconet C syrup

Turkey

ვეფა ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - zinc sulfate, ascorbic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები
შემადგენლობა: სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი C 50 მგ.

ჩვენებები:
* გახანგრძლივებული დიარეა
* ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)
* თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)
* ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით
* სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)
* დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი: ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.
დიარეა:
0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);
6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);
3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);
12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.
თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;
ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში;
ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.

შენახვის წესი: ინახება 25 რC-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.
Show More
More Info
Brand
ვეფა ილაჩი
Country
Turkey
Generic
zinc+ac ascorbinici
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page