Aerius tab 5mg #30
Aerius tab 5mg #30

Aerius tab 5mg #30

Greece

მერკ შარპი და დოუმ იდეა
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ დესლორატადინს. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი. გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსოპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ალუმინის ლაქი FD and C #2, კარნაუბის ცვილი, თეთრი ცვილი.

ჩვენებები: მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება ისეთი სიმპტომების შემსუბუქებისთვის, რომელიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან; ჭინჭრის ციებასთან.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ.

მიღების წესი და დოზები: ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგ დოზებში: ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: ღებულობენ 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებზე მრავალი მონაცემებიდან გამომდინარე (100ზე მეტი ორსულობის შემთხვევა) მიანიშნებს მანკის განვითარების და დესლორატადინის ფეტო-ნეონატალური ტოქსიურობის არ არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდები პირდაპირად ან ირიბად არ მიანიშნებს რეპროდუქციული ტოქსიურობის მიმართებაში მავნე ეფექტებზე. უსაფრთხოების მიზნით არ არის რეკომენდებული ერიუსის გამოყენება ორსულობისას.
ლაქტაცია: დესლორატადინი იდენტიფიცირებულია ახალშობილებში და იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით. დესლორატადინის ეფექტი ახალდაბადებულებსა და პატარა ასაკის ბავშვებზე არ არის ცნობილი.
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტაზე ან ერიუსით თერაპიის შეწყვეტა-შეკავებაზე, ბავშვის რძით კვების სარგებელისა და მშობლის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ ერიუსი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულები, რომ ადამიანების უმრავლესობა არ განიცდის ძილიანობას. თუმცა, ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქციები ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
Show More
More Info
Brand
მერკ შარპი და დოუმ იდეა
Country
Greece
Generic
desloratadine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page