About Product
ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის დანიშნულების შესაბამისად. თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდით მოვლენა, უნდა ეცნობოა მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას. ეს გულსიხმობს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თუ 5-7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი 10მგ 1გ მალამოში. დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრი პარაფინი.
ჩვენება: ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად, ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, თვლის, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები პაციენტისათვის ალერგოსანის მალამოს გამოყენება.რეკომენდებული დოზა შეადგენს: მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები)-მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.
გამოყენების წესი: ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.
გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით, კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა წაისვან ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა-5-დან 7 დღემდე.არ გამოიყენება ალერგოსანი მალამო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.
Show More