Psilo-Balsam gel 20g
Psilo-Balsam gel 20g

Psilo-Balsam gel 20g

Russia

ნიჟფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - diphenhydramin hidrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
სამკურნალო ფორმა

გარეგანი გამოყენების გელი
პრეპარატის შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს 1,0 გ
დამხმარე ნივთიერებებს :ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს 0,1 გ კონსერვანტის სახით მაკროგოლ -6- გლიცერილკაპრილატს / კაპრინატს ტრომეტამოლს , პოლიაკრილის მჟავას წყალს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ათქ კოდი : D04A A 32

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფსილო - ბალზამის ანტიალერგიული მოქმედება დაკავშირებულია მის შემადგენლობაში დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის არსებობასთან , რომელიც წარმოადგენს H1- ჰისტამინურირეცეპტორების ბლოკატორს და ამის შედეგად სწრაფად ამცირებს ქავილს , ტკივილს , ჰიპერემიას ,აქვეითებს კაპილარების მომატებულ შეღწევადობას , ამცირებს ქსოვილების შეშუპებას , იწვევს ადგილობრივ ანესთეზიას . ფსილო - ბალზამს გააჩნია სასიამოვნო გამაგრილებელი მოქმედება . გელის სპეციალური გელის კომპონენი იცავს კანს და არ ტოვებს კვალს , ის შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც კანის კრემი .

გამოყენების ჩვენება
მზის ან I ხარისხის დამწვრობის, კოღოს მწერების ნაკბენის , ჭინჭრის ციების , სხვადასხვა წარმოშვების კანის ქავილის , ჩუტყვავილის, კანის ალერგიული გაღიზიანების (ქოლესტაზისდროს ქავილის გამოკლებით), მცენარეებთან შეხებით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტის დროს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში , 2 წლამდე ასაკის ბავშვებში
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის თხელი ფენა (2–3 გ გელი ) დაიტანება კანის დაზიანებილ უბანზე და ნაწილდება მსუბუქი Aშეზელით .

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია , რომელიც ვლინდება კანის მონაკვეთის გაწითლებაში და ზომიერ შეშუპებაში , რომელზეც დაიტანება პრეპარატი .
პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები არ არის აღნიშნული .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას .
მაო - ს ინჰიბიტორები აძლიერებენ დიფენჰიდრამინის ანტიქოლინერგულ აქტივობას . ანტაგონისტურიურთიერთქმედება აღინიშნება ფსიქოსტიმულატორებთან ერთად დანიშვნის დროს .

გამოშვების ფორმა
20 გრ 1% გელი ალუმინის ტუბებში.
თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში .

ვარგისიანობის ვადა
3 წელი . ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ).
Show More
More Info
Brand
ნიჟფარმი
Country
Russia
Generic
diphenhydramine
Dose
1%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
20გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page