Sophalor tab 5mg #10
Sophalor tab 5mg #10

Sophalor tab 5mg #10

Bulgaria

სოფარმა
About Product
დასახელება - სოფალორი 5მგ #10ტ

რისთვის გამოიყენება სოფალორი
სოფალორი ამსუბუქებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს (ალერგიით გამოწვეული სასუნთქი გზების ანთება, მაგალითად, როგორიცაა თივის ცხელება ან ალერგია სახლის მტვერზე) ზრდასრულებში და 12 მეტი წლის მოზარდებში. ამ სიმპტომებში შედის ცემინება, ქავილი და ცხვირიდან გამონადენი, სასის ქავილი, ქავილი, სიწითლე ან თვალებიდან ცრემლდენა.

სოფალორი გამოიყენება აგრეთვე ურტიკარიის სიმპტომების შესამსუბუქებლად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და ჭინჭრის ციებას.
ამ სიმპტომების შემსუბუქება გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ აღიდგინოთ თქვენი ყოველდღიური ნორმალური აქტივობა და ძილი.
მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან არ შეინიშნება გაუმჯობესება 7 დღის გასვლის შემდეგ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
დაელაპარაკეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ დაიწყებთ ამ საკმურნალო პრეპარატის მიღებას:
- თუ თქვენ აღგენიშნებათ თირკმლების ფუნქციების გაუარესება;
- თუ თქვენ გაქვთ კრუნჩხვების სამედიცინო ან ოჯახური ისტორია.

ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და სოფალორი
უცნობია დეზლორატადინსა და სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა, მომავალში მიიღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

როგორ უნდა მიიღოთ სოფალორი
ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო პრეპარატი თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულები და 12 და მეტი წლის მოზარდები
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ წყალთან ერთად, საკვებთან ან საკვების გარეშე.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის მიმართ – თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის სახეობას, რომელიც გაწუხებთ თქვენ და ამის მიხედვით დაადგენს რამდენი ხანი უნდა მიიღოთ სოფალორი.

თუ თქვენ გაწუხებთ ინტერმიტირებული ფორმის ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობით ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი მოგცემთ მკურნალობის სქემის რეკომენდაციას, რომელიც შექმნილი იქნება თქვენი ავადმყოფობის მიმდინარეობის შესახებ მონაცემების შესაბამისად.

თუ თქვენ გაწუხებთ პერსისტირებული ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში), თქვენი ექიმი მოგცემთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის რეკომენდაციას.

როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი სოფალორი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე
ნუ გამოიყენებთ ამ სამკურნალო პრეპარატს მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 (სამი) წელი
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
Bulgaria
Generic
desloratadine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page