Zefeksal tab 180mg #20
Zefeksal tab 180mg #20

Zefeksal tab 180mg #20

Turkey

ალი რაიფ ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - FEXOFENADINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი .......... 120 მგ
1 ტაბ.
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ........... 180 მგ

სხვა ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიტი, მაკროგოლ 400, რკინის ჟანგი.

ჩვენებები:
სეზონური ალერგიული რინიტი;
გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:
სეზონური ალერგიული რინიტი:
6-11 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დოზით 30 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში.
30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 120 მგ 24 საათში ერთხელ.
გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია:
6-11 წლის ასაკის ბავშვებში: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში პერორალურად.
30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 180 მგ 24 საათში ერთხელ.
მედიკამენტი არ მოქმედებს ცნს-ის ფუნქციაზე, მიუხედავად ამისა აუცილებელია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა და მათზე დაკვირვება.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკური გამოცდების ჩატარების დროს უმეტესად აღინიშნებოდა:
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი (7.3%), ძილიანობა (2,3%), თავბრუსხვევა (1.5%), დაღლილობა (0.9%).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (1.5%).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება.
პრეპარატი მიიღება ნახევარ ჩაის ჭიქა წყალთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევებში აღინიშნებოდა თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს 2 საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
Turkey
Generic
fexofenadine
Dose
180მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page