About Product
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს აზიტრომიცინი. 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზიტრომიცინს (აზიტრომიცინ მონოჰიდრატის სახით). სხვა დამატებით ინგრედიენტს წარმოადგენს: ტაბლეტის ბირთვი: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი, (ტიპი A) (Ph. Eur), ნატრიუმის სტეარილფუმარატი (Ph. Eur) შემომგარსველი ნივთიერება: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ჩვენება: აზიტრომიცინი არის აზალიდური ანტიბიოტიკი მაკროლოდების ჯგუფიდან, რომელიც აფერხებს მისდამი მგრძნობიარე ბაქტერიების ზრდას. აზიტრომიცინ დენკი გამოიყენება აზტირომიცინისადმი მგრძნობიარე პათოგენების მიერ გამოწვეული შემდეგი სახის ინფექციების დროს: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსების (სინუსიტი), ხახისა (ფარინგიტი) და სასის ნუშურების ანთება (ტონზილიტი). ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია. შუა ყურის ანთება (მწვავე ოტიტი). კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები. Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae-ის მიერ გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები (არა მულტი-რეზისტენტული შტამები). აზიტრომიცინ დენკის დანიშვნა და მიღება ხდება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სათანადო რეკომენდაციის გათვალისწინებით.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერიულია აზიტრომიცინის, ერითროცინის, სხვა მაკროლიდური თუ კეტოლიდური ანტიბიოტიკებისა დაპრეპარატის შემადგენლობაში მოცემული ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.აზიტრომიცინ დენკის მიღების წესები: ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. ეჭვებისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ არ არსებობს განსხვავებული მითითება, ზოგადი დოზა შემდეგია: მოზრდილებისა მოზარდთათვის, სხეულის წონით 45კგ: ზემო და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, შუა ყურის ანთების (ოტიტი), კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციის შემთხვევაში სამკურანლო ჯამური დოზა შეადგენს 1,5გ აზიტრომიცინს, რომელიც შეიძლება განაწილდეს მკურნალობის 3 ან 5დღიან რეჟიმზე.
3 დღიანი რეჟიმი: მიიღება 1 ტაბლეტი (500მგ აზიტრომიცინი) 1 ჯერ დღეში, 3 დღის განმავლობაში. 5 დღიანი რეჟიმი: ალტერნატიულად შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის 5 დღიანი კურსი, რა დროსაც პირველ დღეს ინიშნება 1 ტაბლეტი (500მგ აზიტრომიცინი) 1 მიღებაზე და შემდგომი 4 დღის განმავლობაში ნახევარი ტაბლეტი (250მგ აზიტრომიცინი) დღეში 1ჯერ. დოზირება გაურთულებელი გენიტალური ინფექციების დროს: Chlamydia trachomatis, რეკომენდებულ ტოტალურ დოზას წარმოადგენს ერთჯერადად მიღებული1000მგ აზიტრომიცინი. Neisseria gonorrhoeae რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 1000მგ ან 2000მგ აზიტრომიცინი, 250მგ ან 500მგ ცეფტრიაქსონთან ერთად კომბინაციაში, ადგილობრივ კლინიკურ გაიდლაინებზე დაყრდნობით. თუ პაციენტი არის ალერგიული პენიცილინებსა და-ან ცეფალოსპორინებზე, მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა ლოკალურ გაიდლაინებზე დაყრდნობით.
დოზირება პაციენტებისთვის თირკმელების დისფუნქციით: თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის (გფს 10-80მლ-წთ) მქონე პაციენტები საჭიროებენ აზიტრომიცინის დოზის მოდიფიცირებას.
დოზირება პაციენტებისთვის ღვიძლის დისფუნქციით: ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის მოდიფიცირება არ არის საჭირო. თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტთათვის მედიკამენტის დოზირებასთან დაკავშირებით რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ექიმთან,
ბავშვებსა და მოზარდებში: ბავშვებსა და მოზარდებში, სხეულის წონით <45კგ, არსებობს აზიტრომიცინი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, სიროფის სახით.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული პაციენტები აზიტრომიცინს ღებულობენ მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზირებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ პოპულაციაში არსებობს არითმიის განვითარების მომატებული რისკი (Torsade de pointes).
მედიკამენტის მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ხდება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. შემოგარსული ტაბლეტი სრულად უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა: აზიტრომიცინ დენკის მიღება ხდება 3 დღის განმავლობაში 3 დღიანი რეჟიმის ან 5 დღის განმავლობაში, 5 დღიანი რეჟიმის შესაბამისად. პნევმონიის სამკურნალოდ, კლინიკური კვლევებით დადასტურებულია აზიტრომიცინ დენკის 5 დღიანი რეჟიმის ეფექტურობა.
Show More