About Product
გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
1.) შემოგარსული ტაბლეტები-ფორტე: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ. შეიცავს 160 მგ ტრიმეტროპრიმს (ტმპ), 800 მგ სულფამეტოქსაზოლს (სმზ).    
2) სიროფი: ფლაკონში 10 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.
5 მლ შეიცავს 40 მგ ტრიპეტროპრიმს და 200 მლ სულფამეტოქსაზოლს.
მწარმოებელი:
F. HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტმიკრობული კომბინირებული საშუალება.დოზირებისა და მიღების რეჟიმი
ბაქტრიმის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის  გახანგრძლივება:  მწვავე  ინფექციების  არსებობისას  საჭიროა  ბაქტრიმის  მიღება  არანაკლებ  5 დღის  განმავლობაში  ან  დაავადების  სიმპტომების  გაქრობიდან  კიდევ  2  დღის  განმავლობაში.  პრეპარატის მიღებიდან  7  დღის  შემდეგ  თუკი  არ  აღინიშნება  სასურველი  ეფექტი,  საჭიროა  პაციენტის  მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით.   
დოზირება განსაკუთრებული შემთხვევების დროს
ა) რბილი შანკრი  - 2 ტაბლეტი ან 1 ტაბლეტი ფორტეს მიღება დღეში ორჯერ. თუკი 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი  საჭიროა  კიდევ  7  დღით  გავაგრძელოთ  პრეპარატის  მიღება.  უნდა  გავითვალისწინოთ  აგრეთვე,  რომ
სასურველი ეფექტის არარსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს გამომწვევის რეზისტენტობით.  
ბ) გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებები: ქალებში  გართულებების  გარეშე  მიმდინარე  საშარდე  გზების  მწვავე  ინფექციური  დაავადებების  დროს რეკომენდებულია 2-3 ტაბლეტი ფორტეს ერთჯერადი მიღება. იგი უნდა მივიღოთ შეძლებისდაგვარად საღამოს ჭამის შემდეგ, ან ძილის წინ.
გ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები - პრეპარატის  ჩვეული  დატვირთვის  დოზის  მიღების  მერე,  განმეორებითი  დოზირება  შეადგენს  სტანდარტული დოზის ნახევარს ან მესამედს. უნდა მიიღონ ყოველ 24-48 საათში.
დ) Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონია  20 მგ-მდე ტმტ და 100მგ-მდე სმზ კგ წონაზე გაყოფილი თანაბარ დოზებად, ყოველ 6 საათში  ერთხელ  14 დღის განმავლობაში.  
დოზის ზედა ზღვარს ითვლიან შემდეგი სქემით:
სხეულის წონა (კგ)    
დოზირებული კოვზი      
ტაბლ.       
 ტაბ. ფორტე    
 8	 1 (5მლ)	 	 
 16	 2 (10მლ)	 1	 
 24	 3 (15მლ)	 1,5	 
 32	 4 (20მლ)	 2	 
 40	 5 (25მლ)	 2,55	 1
 48	 6 (30მლ)	 3	 1,5
 64	 8 (40მლ)	 4
 2
 80	 10 (50მლ)	 5	 2,5
მოზრდილებში Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი-ფორტეს  მიღება.  სუმარული  დღეღამური  დოზა  არ  უნდა  აჭარბებდეს  320მგ/1600მგ-ს,  ამასთან შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციით სარგებლობა.
ყოველ 12 საათში მისაღები დოზები 
 სხეულის ზედაპირის ფართობი  
დოზირებული კოვზი        
ტაბლეტები         
 0,26	 0,5 (2,5მლ)	 
 0,53	 1 (5მლ)	 0,5
 1,06	 2 (10მლ)	 1
ე) ბავშვები 6  კვირიდან  5 თვემდე  ასაკის  ბავშვებში  პრეპარატი  სიროფის  სახით  ინიშნება  1/2  დოზირებული  კოვზით  ან დოზით 1/2 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6  თვიდან  5  წლამდე  ასაკის  ბავშვებში  პრეპარატი  სიროფის  სახით  ინიშნება  1  დოზირებული  კოვზით  ან  1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 2 დოზირებული კოვზით ან 2 ტაბლეტის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); აღნიშნული დოზირება შეესაბამება დღიურ 6მგ ტმპ და 30მგ სმზ კგ წონაზე. ბავშვებში მძიმე ფორმის ინფექციების არსებობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 50%-ით.
ვ) ნოკარდიოზი - პრეპარატი  ინიშნება  არა  ნაკლებ  3 თვის  განმავლობაში  3-4 ტაბლეტი-ფორტეს ოდენობით. დოზის  კორექცია შესაძლებელია  პაციენტის  ასაკის,  სხეულის  წონის,  თირკმელების  ფუნქციისა  და  დაავადების  სიმძიმის მიხედვით. ხანდახან მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.
ზ) პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით -კრეატინინის  კლირენსით   30  მლ/წთ-ში,  ინიშნება  ჩვეულებრივი  დოზა,  ხოლო  15-დან  30  მლ/წთ-ში კრეატინინის  კლირენსის  არსებობისას  კი  დოზა  ნახევრდება.  როდესაც  პაციენტს  აღენიშნება  კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ-ში, პრეპარატის მიღება საერთოდ იკრძალება.
თ) ხანდაზმულ პაციენტებში - თირკმელების  ნორმალური  ფუნქციის  მქონე ხანდაზმულ  პაციენტებში,  პრეპარატის  მისაღები  დოზა მოზრდილებში რეკომენდებული დოზის იდენტურია.
Show More