About Product
შემადგენლობა: წვეთების 1მლ შეიცავს ბიოფლაზიდის თხევადი ექსტრაქტის 1მლ-ს (ფლავონოიდების შემადგენლობა არანაკლებ 0,32მგ-მლ რუტინზე გაანგარიშებით, კარბონმჟავების შემადგენლობა არანაკლებ 0,30მგ-მლ ვაშლმჟავაზე გაანგარიშებით) მახრჩობელა ბალახის (Herba Deschampsia caespitosa L.) და ქასრა ბალახისგან (Herba Calamagrostis epigeios L.) (1:1). ექსტრაქციის გამხსნელი: ეთანოლი 96%.
ჩვენებები: დაავადებების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა, გამოწვეული: 1 და მე-2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსებით (Herpes simplex); სარტყლისებრი ლიქენისა და ჩუტყვავილას ვირუსებით (Herpes Zoster, მე-3 ტიპი); მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსებით (ეპშტეინ-ბარის ვირუსი), მწვავე და ქრონიკული აქტიური ფორმები; მე-5 ტიპის ჰერპესის ვირუსებით (ციტომეგალოვირუსი). გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპის პანდემიური შტამების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში: ? და ? ჰეპატიტები; ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციები, მათი ასოციაციები (ქლამიდიები, მიკოპლაზმები, ურეაპლაზმები და სხვა); აივ-ინფექცია და შიდსი. ფილტვებისა და პაპილომავირუსული ინფექციით, მათ შორის ონკოგენური შტამებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის (CIN1 და CIN2) ეთიოტროპული თერაპია. პაპილომავირუსული ინფექციით, მათ შორის ონკოგენური შტამებით გამოწვეული დაავადებების სხვა ფორმების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: წინაკლინიკური კვლევების ჩატარების დროს არ იქნა გამოვლენილი ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული, ფეტოტოქსიკური, მუტაგენური და კანცეროგენული მოქმედება. ადამიანის ნაყოფზე პრეპარატის ამგვარი მოქმედების თაობაზე სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ პრეპარატის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ ორსულობის I–III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში არ გამოავლინა უარყოფითი ეფექტი. გადაწყვეტილებას ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე იღებს ექიმი.ბიოფლაზიდის წვეთების მიღების სქემა, ასაკიდან გამომდინარე
ასაკი (წელი) დოზა (წვეთები) და
დღე-ღამეში მიღების ჯერადობა
დაბადებიდან 1 წლამდე 1 წვეთი დღე-ღამეში
1-2 წელი 1 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
2-4 წელი 2 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
4-6 წელი 4 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
6-9 წელი 9 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
9-12 წელი 10 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
ბავშვები 12 წლიდან
და მოზრდილები 12-15 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ
ბიოფლაზიდის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და დაავადების მიმდინარეობაზე.
ჰერპესული გინგივოსტომატიტის, ფარინგოტონზილიტის, ჩუტყვავილას მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის; ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციებისა და და მათი ასოციაციების კომპლექსური მკურნალობისთვის; ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების აღსაკვეთად, რომლებიც უვითარდებათ პაციენტებს, იმუნური სისტემის არასაკმარისი ფუნქციით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 1 თვის განმავლობაში.შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25?, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: სინათლისგან დამცავი შუშის 30მლ ფლაკონები თავდახურულია ხრახნიანი თავსახურებით საცობ-საწვეთურიანი ფლაკონებისთვის პირველი გახსნის კონტროლით, მუყაოს კოლოფში.
Show More
More Info
2685
Generic
flavanoide+herba Deschampsia caespitosa+herba calamagrostis eogeios