Bixon powd inj 1000mg #1

Bixon powd inj 1000mg #1

Italy

ლანოვა ფარმაცუტიცი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1გ ცეფტრიაქსონი; გამხსნელი: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1,0% 2,5მლ.

ჩვენებები: სისხლის ნაკადის ინფექცია გამოწვეული: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae; ძვლების და სახსრების ინფექცია (ოსტეომიელიტი, პროთეზირებული სახსრის ინფექცია, სეპტიური ართრიტი) გამოწვეული: S. aureus, S. pneumoniae, E. coli, Proteus mirabilis, K. pneumoniae, ან  Enterobacter spp.; გონოკოკური ინფექცია, გაურთულებელი (ცერვიკალური-ურეთრული, რექტალური, ფარინგული და კონიუნქტივიტი) და დისემინირებული გონორეა (ტენოსინოვიტი, დერმატიტი, ჩირქოვანი ართრიტი) გამოწვეული Neisseria gonorrhoeae პენიცილინაზის წარმომქმნელი შტამების ჩათვლით; მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მუცლის ღრუს ინფექცია, საზოგადოებაში შეძენილი, რეზისტენტობის რისკის ფაქტორების გარეშე გამოწვეული: E. coli, K. pneumoniae, Bacteroides fragilis, Clostridium spp., Peptostreptococcus spp.; ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია) გამოწვეული: S. pneumoniae, S. aureus, H. influenzae, Haemophilus parainfluenzae, K. pneumoniae, E. coli, Klebsiella aerogenes, P. mirabilis, Serratia marcescens; ბაქტერიული მენინგიტი გამოწვეული: H. influenzae, Neisseria meningitidis, S. pneumoniae, Staphylococcus epidermidis, E. coli; ბაქტერიული შუა ოტიტი გამოწვეული: S. pneumoniae, H. influenzae (ბეტა-ლაქტამაზის წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზის წარმომქმნელი შტამების ჩათვლით); მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მენჯის ანთებითი დაავადება; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია გამოწვეული: S. aureus, S. epidermidis, Streptococcus pyogenes, viridans ჯგუფის streptococci, E. coli, Enterobacter cloacae, Klebsiella oxytoca, K. pneumoniae, P. mirabilis, Morganella morganii, S. marcescens, Acinetobacter calcoaceticus, B. fragilis, Peptostreptococcus spp.; ქირურგიული ანტიმიკრობული პროფილაქტიკა; გართულებული საშარდე გზების ინფექცია გამოწვეული: E. coli, P. mirabilis, Proteus vulgaris, M. morganii, K. pneumoniae; აქტინომიკოზი; ნაკბენი ჭრილობის ინფექცია; დიაბეტური ტერფის ინფექცია; ენდოკარდიტი, მკურნალობა და პროფილაქტიკა; ეპიდიდიმიტი; ინტრაკრანიული აბსცესი, სპინალური ეპიდურული აბსცესი; ლაიმის დაავადება (Borrelia spp. ინფექცია); ინვაზიური მენინგოკოკური დაავადება, პროფილაქტიკის ჩათვლით მაღალი რისკის პაციენტთან კონტაქტის შემდეგ; ნეიროსიფილისი; სალმონელოზი (არატიფური გასტროინტესტინური და სისხლის ნაკადის ინფექცია, ტიფის ცხელება (Salmonella typhi and paratyphi); ბაქტერიული პერიტონიტი, მკურნალობა და პროფილაქტიკა; სტრეპტოკოკური ტოქსიური შოკის სინდრომი.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების ან ფორმულის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილები; კალციუმის შემცველ ხსნარებთან-პროდუქტებთან თანადროულად გამოყენება ახალშობილებში (ნაკლები ან ტოლი 28 დღის) ცეფტრიაქსონის ლიდოკაინიანი ხსნარის ინტრავენური გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება: ბიქსონის საინექციო ხსანარის მოსამზადებელი ფხვნილი იხსნება კომპლექტში არსებული გამხსნელით და მიღებული საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრამუსკულარულად.
მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 12 წლის ასაკიდან ზევით ჩვეულებრივი დოზირება შეადგენს დღეში 1-2გ-ს 24 საათში ერთხელ. მძიმე ინფექციის ან საშუალოდ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის დოზის გაზრდა 4 გრამამდე.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ცეფტრიაქონის გამოყენება დასაშვებია ორსულობის პერიოდში და მშობიარობის წინ. ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში შეთავსებადია ლაქტაციასთან.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინექციის მიდამოს გამაგრება, სიმხურვალე; გამონაყარი; დიარეა; დისგევზია; გულისრევა; ღებინება; თავის ტკივილი; თავბრუხვევა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.ენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლანოვა ფარმაცუტიცი
Country
Italy
Generic
ceftriaxone
Dose
1000მგ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 3.5მლ
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page