Cotrimoxazol tab 480mg #20

Cotrimoxazol tab 480mg #20

Belarus

ბორისოვო
About Product
კო-ტრიმოქსაზოლი შეიცავს ორ აქტიურ, სინერგულად მოქმედ ნივთიერებას სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტროპრიმს,

ჩვენება: პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით. იგი გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ბავშვებში ოტიტის, აგრეთვე მოზრდილებსა და ბავშვებში Pneumocystis carinii-ით გამოწვეული (პირველადი და მეორადი) პლევრიტის სამკურნალოდ. აგრეთვე საშარდე გზების ინფექციების, სხვა ბაქტერიული ინფექციების დროს, მაგალითად: ბრუცელოზის, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტის, ნოკარდიოზის, აქტინომიკოზის, ტოქსოპლაზმოზის და სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ინფექციების სამკურნალოდ როგორიცაა: მუცლის ტიფი და პარატიფი, შიგელოზები, მოგზაურის დიარეა.
დოზირება და მიღების წესი:
სტანდარტული დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზით: მინიმალური დოზა: აბები: დილას - 2 საღამოს - 2 აბი-ფორტე: დილას - 2 საღამოს - 2 სიროფი: დილას - 4 კოვზი საღამოს - 4 კოვზი ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზა (14 დღეზე მეტხანს) აბები: დილას - 1 საღამოს - 1 აბი-ფორტე: დილას - 1/2 აბი საღამოს - 1/2 აბი სიროფი: დილას - 2 კოვზი საღამოს - 2 კოვზი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევბში:G აბები: დილას - 3 საღამოს - 3 აბი-ფორტე: დილას - 1/2 აბი საღამოს - 1/2 აბი. სიროფი: დილას - 6 კოვზი საღამოს - 6 კოვზი კო-ტრიმოქსაზოლის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის გახანგრძლივება: მწვავე ინფექციების არსებობისას საჭიროა კო-ტრიმოქსაზოლის გამოყენება არა ნაკლებ 5 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით.

უკუჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში, აგრეთვე მათი გამოხატული დაზიანების ან თირკმელების მძიმე ფორმის უკმარისობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში, მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
Belarus
Generic
co-trimoxazole
Dose
480მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page