Doxi-Denk tab 100mg #20

Doxi-Denk tab 100mg #20

Germany

დენკ ფარმა
About Product
შემადგენლობა: დოქსიციკლინი

ფარმაკოლოგიური თვისება: მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს.

ჩვენება : გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების, ყურის, ცხვირის და ხახის ინფექციები, პროსტატიტის, საშარდე გზების ანთებითი პროცესების საკურნალოდ.

უკუჩვენება : არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
ღვიძლის მძიმე უკმარისობა; არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში; პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, შესაბამისად არა რის რეკომენდებული პაციენტებისათვის, ვისაც აღნიშნებათ შაქრის აუტანლობა.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს: მოზრდილებს, მოზარდებს და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და 50კგ-ზე მეტი წონის პაციენტებს ენიშნებათ შემდეგი დოზები: 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებს, რომელთა სხეულის წონა 50კგ-ზე მეტია, მაგრამ 70 კგ-ზე ნაკლებია პირველ დღეს ენიშნებათ დოქსიციკლინი 200მგ 1 ტაბლეტი, ხოლო მომდევნო დღეებში დოქსიციკლინის 200მგ ნახევარი ტაბლეტი. ამისათვის ასევე არსებობს 100მგ დოქსიციკლინის შემცველი დოზირების ფორმები. 70კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილებში ინიშნება დოქსიციკლინი 200მგ 1 ტაბლეტი . ბავშვებში 8 წლის ასაკამდე და ასევე 50კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში აღნიშნული პრეპარატი არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები :თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება, სიმძიმე კუჭში, ბოყინი, აირების დაგროვება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან :ჩატარებულმა ანესთეზიამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. არ ინიშნება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად, რადგან ლაბორატორიული ტესტის მიხედვით მცირდება ანტიბიოტიკების მოქმედება (ანტაგონისტური ეფექტი). იშვიათ შემთხვევებში მან შესაძლებელია ხელი შეუშალოს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტს.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
Germany
Generic
doxycycline
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page