/images/logo_en.svg
groprinosin forte granules for oral solution 1000mg sachet N30
groprinosin forte granules for oral solution 1000mg sachet N30

groprinosin forte granules for oral solution 1000mg sachet N30

Poland

გედეონ რიხტერი პოლსკა

About Product
გროპრინოსინი ფორტე

შემადგენლობა
თითოეული პაკეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1000 მგ ინოზინ პრანობექსი .
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K-30, იზომალტი (E953), სუკრალოზა (E955), ლიმონის არომატიზატორი ( მალტოდექსტრინი , საქაროზა, მოდიფიცირებული სახამებელი (E1450), ასკორბინის მჟავა (E300), გემოსა და არომატის მიმცემი პრეპარატები და ბუნებრივი გემოსა და არომატის მიმცემი ნივთიერებები ).

გამოყენების ჩვენებები
- სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების მკურნალობის დამატებითი მეთოდი ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების არსებობის დროს
- მარტივი ჰერპესის (herpes simplex) ვირუსით გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა .
- ანოგენიტალური მიდამოს პაპილომავირუსული ინფექცია, მახვილწვეტიანი კონდილომები, როგორც დამხმარე საშუალება პოდოფილინით თერაპიისა და CO2 ლაზერული დესტრუქციის დროს .
- სხვა ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი).

მიღების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. სადღეღამისო დოზა უნდა დაიყოს თანაბარ ნაწილად დღეში რამოდენიმეჯერ მისაღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს, როგორც წესი, 5- 14 დღეს. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გამოხატულების შემცირების შემდეგ კიდევ 1-2 დღის განმავლობაში.
დოზირების რეჟიმი ზრდასრულ პაციენტებში, მათ შორის ხანდაზმულებში
50 მგ/კგ სხეულის მასაზე, ე.ი. 3-4 პაკეტი (3-4 გ, ე.ი. 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ დღე-ღამეში (4 პაკეტი დღე-ღამეში).
დოზირების რეჟიმი 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
50 მგ / კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში, რომელიც დაყოფილია რამდენიმე მიღებად (1 პაკეტი 20 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში).
60 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებისათვისაც ზუსტი დოზირება არ შეიძლება მიღწეულ იქნას მოცემული სამკურნალო ფორმით, რეკომენდებულია გროპრინოსინის მიღება სიროფის სახით.
გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის. პაკეტის შიგთავსი უნდა იქნას გახსნილი ქ ჭიქა წყალში, აურიეთ და დალიეთ.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ტენიანობისგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი პოლსკა
Country
Poland
Generic
Inosine
Dose
1000მგ
Form
გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat